კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი

კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი (ფრანგ. Centre de recherches interdisciplinaires) — ფიზიკური და ინტელექტუალური სივრცე, რომელიც იკვლევს და ავრცელებს სწავლის, სწავლების, კვლევისა და კოლექტიური ინტელექტის მობილიზების ახალ მეთოდებს. კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი დაარსდა 2005 წელს ფრანსუა ტადეისა და არიელ ლინდერის მიერ. ცენტრის დაარსების დღიდან მისი მთავარი მხარდამჭერია ბეტანკურ-შულერის ფონდი.

კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი
დაფუძნდა 2005
დამფუძნებელი (-ები) François Taddei
ტიპი აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება
პრეზიდენტი ფრანსუა ტადეი
ქალაქი პარიზი
ქვეყანა საფრანგეთი
კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი — საფრანგეთი
კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი
http://cri-paris.org

პარიზის დეკარტისა და დიდროს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი უძღვება რამდენიმე აკადემიურ პროგრამას, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. ცენტრი ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას "ინოვაციური მიდგომები და კვლევითი განათლება", რომელიც მოიცავს ორ მიმართულებას: "იტერდისციპლინური მეთოდები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში" და "განათლება და ტექნოლოგიები". კვლევისა და ინტერდისციპლინურობის ცენტრი მასპინძლობს ისეთ სტუდენტურ ასოციაციებს, როგორებიცაა WAX Science (What About Xperiencing Science), les Savanturiers, HelloTomorrow, le Gamilier, IGEM Paris Bettencourt და სხვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება