კვირაცხოვლის უბანი
კვირაცხოვლის უბანი — (ავლევის და ი. ნაკაშიძის ქუჩებს შორის) უბნის დასახელება აქ მდგარი კვირაცხოვლის ეკლესიიდან მოდის. ეკლესია დატანილია თბილისის 1800 წლის გეგმაზე. მას მთავარეპისკოპოსის საყდარსაც ეძახდნენ, რადგან სამთავროს მთავარეპისკოპოსის ადგილსამყოფელად ითვლებოდა. პ. იოსელიანის ცნობით, ეკლესია 1840 წელს უკვე გაუქმებული იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 593