კვებეკის სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

კვებეკის სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum of Fine Arts of Quebec) — ხელოვნების მუზეუმი კვებეკში, კანადაში. მუზეუმი მდებარეობს ბრძოლის პარკში და არის კომპლექსი, რომელიც შედგება ოთხი შენობისგან. სამი შენობა სპეციალურად შეიქმნა მუზეუმისთვის. ერთი შენობა სანამ სამუზეუმო სივრცისთვის გამოიყენებდნენ, თავდაპირველად აშენდა როგორც პროვინციული ციხე.

კვებეკის სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
46°47′56″ ჩ. გ. 71°13′28″ დ. გ. / 46.7988889° ჩ. გ. 71.2247194° დ. გ. / 46.7988889; -71.2247194
დაარსდა 1933 წელს
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა La Cité-Limoilou და კვებეკი
კლასიფიკაცია სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები 387,333 (2017-18)[1]
დირექტორი ჟან მურაი[2]
ოფიციალური საიტი mnbaq.org/en
Map

დაწესებულება გაიხსნა 1933 წელს, როგორც კვბეკის პროვინციის მუზეუმი. მუზეუმი 1962 წლამდე იყო არქივის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მუზეუმი, თუმცა შემდეგ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კოლექცია ამოიღეს. მომდევნო წელს მუზეუმს დაერქვა კვბეკის მუზეუმი. მუზეუმში დაცული საარქივო მასალა მუზეუმიდან 1979 წელს გადაიტანეს, ხოლო მუზეუმი გახდა მთლიანად სახვითი ხელოვნების მუზეუმი. 2002 წელს, მუზეუმს ეწოდა კვებეკის სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი.

კოლექცია მოიცავს 40 000-ზე მეტ ნამუშევარს. კოლექცია უპირველეს ყოვლისა მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილია კვებეკში, ან დახატულია კვებეკელი მხატვრების მიერ, თუმცა აქ ასევე დაცულია მხატვრული ნამუშევრები როგორც კანადიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. მუზეუმი დაკავშირებულია კანადის მუზეუმების ასოციაციასთან, კანადის მემკვიდრეობის საინფორმაციო ქსელთან და კანადის ვირტუალურ მუზეუმთან.

 
მშენებლობა პიერ ლასონდის პავილიონისთვის 2014 წელს

კვებეკის პრემიერმა, ლომერ გუინმა, პირველად გამოიჩინა ხელოვნების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროვინციული კოლექციის შექმნის ინიციატივა. [3] თუმცა, კოლექციები ძირითადად შეიქმნა და დაორგანიზდა მისი მემკვიდრის, ლუი-ალექსანდრე ტაშეროს მეთაურობით . [3] კოლექციის შეგროვება ოფიციალურად დაიწყო 1920 წლის მარტში, როდესაც მინისტრმა ათანასე დავითმა გამოაცხადა რომ კვებეკი მხარს უჭერდა პროვინციის მხატვრებს, და შეიძენდნენ მათ ნამუშევრებს. [3] თავდაპირველად, კოლექციისთვის ხუთკაციანი ჟიური არჩევდა ნახატებს, ნახატებს რომლებიც არ ჩამორჩებოდნენ ინოვაციური ხელოვნების ტენდეციებს. [4]

1922 წელს კვებეკის საკანონმდებლო ორგანომ დააფინანსა მუზეუმის მშენებლობა. [5] თუმცა, ჟერარ-მორისეტის პავილიონის მშენებლობა არ დაწყებულა 1928 წლამდე; მუზეუმი საზოგადოებისთვის საბოლოოდ გაიხსნა 1933 წლის ივნისში. [6] თავდაპირველად, დაწესებულება იყო ხელოვნების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მუზეუმი, სადაც ასევე დაცული იყო კვებეკის არქივი. [7]

1962 წელს ბუნების ისტორიის კოლექცია ამოიღეს მუზეუმიდან და მომდევნო წელს დაწესებულებას დაერქვა კვებეკის მუზეუმი. [8] 1979 წელს, პროვინციული არქივი მუზეუმიდან გადაიტანეს ლავალის უნივერსიტეტში, რის გამოც დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ხელოვნების კოლექცია.

1989 წლიდან 1991 წლამდე მუზეუმმა განაახლა თავისი ორიგინალური შენობა და გააფართოვა შენობა-ნაგებობების კომპლექსი ჩარლზ ბაილერის პავილიონის შეძენით. [8] ყოფილი ციხის შენობის შეძენით და განახლებით გაორმაგდა მუზეუმის ფართობი. ციხის შემოერთების და განახლების შემდეგ, მუზეუმს დაემატა 12 საგამოფენო სივრცე, გალერეა, აუდიტორია, საჩუქრების მაღაზია, რესტორანი, სათავსო და სახელოსნო. მუზეუმის სკულპტურული ბაღის გაშენება დასრულდა 1993 წელს შარლ ბაილერჟინეს პავილიონის გახსნისთანავე.

2002 წელს მუზეუმს ეწოდა კვებეკის სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. პიერ ლასონდის პავილიონის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს და საზოგადოებისთვის გაიხსნა 2016 წელს.

საფუძვლები

რედაქტირება
 
ჟერარ-მორისეტის პავილიონი იყო პირველი შენობა, რომელსაც მუზეუმი იყენებდა

შენობა მდებარეობს ბრძოლის პარკში, სამუზეუმო კომპლექსი შედგება ოთხი შენობისგან: ჟერარ-მორისეტის პავილიონი, ჩარლზ ბაილერეს პავილიონი, პიერ ლასონდის პავილიონი და ცენტრალური პავილიონი/გრანდ ჰოლი. პავილიონებს აკავშირებს გვირაბი.

ჟერარ-მორისეტის პავილიონი

რედაქტირება

ჟერარ-მორისეტის პავილიონი იყო პირველი შენობა, რომელიც აშენდა მუზეუმისთვის. შენობაზე მუშაობა დაიწყო 1928 წლის მაისში და დასრულდა 1931 წლის დასაწყისში. ვილფრიდ ლაკრუამ შენობა გააფორმა ბოზ-არტის სტილში, ხოლო ჯოზეფ-ემილ ბრუნეტმა ფასადზე რელიეფები გამოძერწა. შენობა საზოგადოებისთვის გაიხსნა 1933 წლის ივნისში. შენობას აქვს თეთრი მარმარილო, ვიქტორიანული სტილის ფართო საფეხურები და მოჩუქურთმებული ჭერი. 2018 წელს ჟერარ-მორისეტის პავილიონის განახლება დამთავრა. [9]

ჩარლზ ბაილერის პავილიონი

რედაქტირება
 
ჩარლზ ბაილერჟეს პავილიონი ადრე იყო ციხე, რომელიც მოგვიანებით მუზეუმმა შეიერთა

ჩარლზ ბაილერჟეს პავილიონი მეორე შენობაა, რომელიც მუზეუმმა დაიკავა. მუზეუმის სხვა შენობებთან შედარებით, უფრო ადრე აშენდა. [10] შარლ ბაილერჟემ 1867 წელს შეიმუშავა პავილიონის გეგმა. [10] დიზაინი შეიმუშავეს ობურნში, ნიუ იორკში. [11] შენობაში 1970 წლამდე პატიმრები ცხოვრობდნენ. [11]

ქონების შეძენიდან მალევე, 1989 წელს, დაიწყო ახლა უკვე ორ პავილიონიანი შენობის განახლება. განახლების შემდეგ მუზეუმს დაემატა ოთხი საგამოფენო სივრცე. [10] რემონტის დიზაინი შეიმუშავა ჩარლზ დორვალიმ და ლუი ფორტინმა. შენობასთან ერთად, დორვალმა და ფორტინმა ასევე შეიმუშავეს მიწისქვეშა გასასვლელი, რომელიც აკავშირებდა ჟერარ მორისეტის პავილიონს შარლ ბაილერჟეს პავილიონთან. მუზეუმმა პავილიონი საზოგადოებისთვის გახსნა 1991 წლის მაისში.

ცენტრალური პავილიონი

რედაქტირება

მინის ფასადის პირამიდა, რომელიც ცნობილია როგორც ცენტრალური პავილიონი ან დიდი დარბაზი, აშენდა 19891991 წლებში, სამუზეუმო კომპლექსის რემონტის დროს და ასევე შეიქმნა დორვალისა და ფორტინის მიერ. ცენტრალური პავილიონი მდებარეობს ჟერარ-მორისეტის პავილიონსა და შარლ ბაილერჟეს პავილიონს შორის. ის ემსახურება მუზეუმის სავიზიტორო ცენტრს.

პიერ ლასონდის პავილიონი

რედაქტირება
 
პიერ ლასონდის პავილიონი 2016 წელს, გახსნიდან სამი წლის შემდეგ

პიერ ლასონდის პავილიონის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, შენობა საზოგადოებისთვის გაიხსნა 2016 წლის ივნისში. შენობის მშენებლობისას განახლდა მუზეუმის გვირაბის სისტემაც. პავილიონი მეტწილად აშენებულია მინისა და ფოლადისგან. შენობა სენ-დომინიკის ეკლესიის მიმდებარეა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lacroix, Laurier (2008). „La collection comme temps de la Nation: Les premières acquisitions du Musée de la province de Québec en 1920“. Les Cahiers des dix (ფრანგული). 62: 123–151. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Musée national des beaux-arts du Québec: Rapport annuel 2018 -2019 fr გვ. 11–12. Musée national des beaux-arts du Québec (31 March 2019). ციტირების თარიღი: 29 October 2019
  2. Le conseil d'administration du MNBAQ annonce la nomination de Jean-Luc Murray à la direction générale. CNW Group Ltd (7 November 2018). ციტირების თარიღი: 3 February 2019
  3. 3.0 3.1 3.2 Lacroix 2008.
  4. Lacroix 2008, p. 149.
  5. Fougères, Dany; MacLeod, Roderick Montreal: The History of a North American City. McGill-Queen's University Press. 
  6. Landry, Pierre B. 75 ans chrono: le Musée national des beaux-arts du Québec, 1933-2008. Musée national des beaux-arts du Québec. 
  7. History. mnbaq.org. Musée national des beaux-arts. ციტირების თარიღი: 28 October 2019
  8. 8.0 8.1 Champagne, Michel; Baird, Daniel; McIntosh, Andrew. Musée national des beaux-arts du Québec. The Canadian Encyclopedia. Historica Canada (30 April 2019). ციტირების თარიღი: 28 October 2019Champagne, Michel; Baird, Daniel; McIntosh, Andrew (30 April 2019).
  9. Réouverture du pavillon Gérard-Morisset du Musée national des beaux-arts du Québec. Le journal de Quebec. QMI Media Inc (16 November 2018). ციტირების თარიღი: 28 October 2019
  10. 10.0 10.1 10.2 Carr, Angela. Architecture of Art Galleries in Canada. The Canadian Encyclopedia. Historica Canada (4 March 2015). ციტირების თარიღი: 28 October 2019Carr, Angela (4 March 2015).
  11. 11.0 11.1 Bennett, Andrea Moon Québec City. Avalon Publishing. Bennett, Andrea (2019).