კვანტური ჩეშირის კატა
კვანტური ჩეშირის კატა (ინგლ. Quantum Cheshire Cat) — პარადოქსული მოვლენა კვანტურ მექანიკაში, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ განსაზღვრულ პირობებში კვანტური სისტემა შეიძლება მოიქცეს ისე, თითქოს ნაწილაკები და მათი თვისებები გაყოფილი იყოს სივრცეში[1][2]. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობიექტი შეიძლება განცალკევებული იყოს საკუთარი თვისებებისგან[1].
ამ მოვლენის სახელწოდება უკავშირდება ლუის კეროლის წიგნს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, რომელშიც ერთ-ერთ პერსონაჟს — ჩეშირის კატას — აქვს გაქრობის უნარი, რის შემდეგაც ხილული მხოლოდ მისი ღიმილი რჩება.[1]