კერნუნოსი (კელტ. Cernunnos) — კელტების რქიანი ღმერთი, ასოცირდება ნადირობასა და მოსავლიანობასთან. მას ხშირად გამოსახავდნენ რქიანი გველის სახით, ადამიანის ტანით და ხარის ან ცხვრის თავით, აგრეთვე ირმების გარემოცვაში ან თავზე ირმის რქებით. კერნუნოსი იყო მიწისქვეშეთის მმართველი და სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარის მცველი. მას ასევე ეთაყვანებოდნენ რომაელები და გალები, რომელსაც გამოსახავდნენ სამი თავით. სახელი კერნუნოსი ნიშნავს უბრალოდ "რქიანს".

გუნდესტრუპის (დანია) მახლობლად ჭაობში აღმოჩენილ ჩვ.წ.აღ.-მდე 100 წლით დათარიღებულ ვერცხლის უზარმაზარი ქვაბის ზედაპირზე მრავალი სცენაა კერნუნოსის გამოსახულებით. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს ქვაბი კელტური წარმომავლობისაა, ზოგიც კი გალებს მიაკუთვნებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება