კერეკები
კერეკები — მცირე ეთნიკური ჯგუფი რუსეთში. 2002 წლის აღწერით კერეკად დაასახელა თავისი თავი მხოლოდ 8 ადამიანმა. კერეკები საკუთარ თავს უწოდებენ ანკალგაკკუს. ჩუქჩები მათ უწოდებენ კერეკიტს, აქედან წარმოსდგა დღეს მიღებული სახელწოდება. კერეკები ცხოვრობენ ჩუქჩების გარემოცვაში და მათი მხრიდან განიცდიდნენ უძლიერეს ასიმილაციას.
კერეკები ძველთაგანვე განსახლდნენ ბერინგის ზღვისა და ჩუკოტკის ზღვის სანაპიროზე, ანადირის ლიმანიდან მდინარე ოპუკის შესართავამდე (კამჩატკის გეოგრაფიული საზღვრის ჩრდილოეთამდე). არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, რომ ძველი კერეკების დასახლებების კვალი აღინიშნება სამხრეთითაც, კამჩატკაზე ოლიუტორის კონცხამდე. კერეკები აწარმოებდნენ დამდგარი ცხოვრების წესს, საქმიანობდენ თევზჭერით, ფრინველებზე, ზღვის და ბეწვიან ცხოველებზე ნადირობით.