კენ ბარნსის ეფექტი

კენ ბარნსის ეფექტი გამოიყენება სურათებიდან ვიდეო კლიპების დამზადების დროს. სახელი მიენიჭა ამერიკელი დოკუმენტალისტის კენ ბარნსის მიხედვით, რომელიც აქტიურად იყენებდა ამ ტექნიკას. ეფექტი მიიღწევა სურათებზე კადრის ნელი მიახლოვებით (zoom) ან სურათის ერთი ადგილიდან მეორეზე ნელი გადასვლით.

კენ ბარნსის ეფექტის დემონსტრაცია

კენ ბარნსის ეფექტი ხშირად გამოიყენება ისტორიული დოკუმენტური ფილმების დამზადების დროს, სადაც არ არსებობს რეალური ვიდეო მასალები და ერთადერთ ისტორიულ წყაროს სურათები და ნახატი ილუსტრაციები წარმოადგენს. მაგალითად, რაიმე ისტორიული ბრძოლის ამსახველ ილუსტრაციაზე შესაძლოა მოხდეს ამ ეფექტის გამოყენება, ბრძოლის მონაწილეებზე კადრის ნელა გადატარებით ან მიახლოებით, რასაც ხშირად თან სდევს რაიმე ამბის თხრობა.[1]