კეიპ მენტელის მეღვინეობა
კეიპ მენტელის მეღვინეობა — ერთ-ერთი ტრადიციული და ცნობილი ღვინის კომპანია ავსტრალიაში. მისი ვენახები მდებარეობს ავსტრალიის დასავლეთით, მდინარე მარგარეტის მახლობლად. კეიპ მენტელის ღვინოებმა 1983-84 წლებში ზედიზედ ორჯერ მიიღეს ჯიმი უოტსონის ჯილდო. დღეს კეიპ მენტელი ფლობს 200 ჰექტრამდე ვენახს, საიდანაც იწარმოება შარდონეს, შირაზისა და კაბერნე სოვინიონის, ასევე ბორდოს სტილის წითელი და თეთრი ღვინოები.