კეთილურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის. კანი თხელი და ნაკლებად მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი უფერულია, გემო — ტკბილი.

ვაზი საშუალო ზრდისაა. კეთილურის სავეგეტაციო პერიოდი 176 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 140-150 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 184