კახური შავი (სელექციური ვაზის ჯიში)
კახური შავი — ქართული წითელყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.
1948 წელს გამოყვანილია საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელ ბაზაზე ვასილ ლოლაძის მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია თავკვერი და საფერავი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოდნავ განივოვალური, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან ღრმად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის და ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი.
ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-6.0 გ/ლ-ს.
მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი, მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 550