კახური თეთრი (სელექციური ვაზის ჯიში)
კახური თეთრი — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.
1950 წელს გამოყვანილია საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელ ბაზაზე ვასილ ლოლაძის მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია მხარგრძელი და ხიხვი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, საშუალოდ ან ღრმად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ირსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრული ფორმის, ქარვისფერი, მზის მხარეზე მოყავისფრო ლაქებით.
ვაზი საშუალო ზრდისაა, მისი საჰექტარო მოსავლიანობა 4.3-6 ტონაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის.
ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მმისი შაქრიანობა აღწევს 26%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.0 გ/ლ-ს.
მიიღება ხარისხიანი სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 550