კახეთი თელავი (საფეხბურთო კლუბი)
(გადამისამართდა გვერდიდან კახეთი თელავი)
საფეხბურთო კლუბი კახეთი თელავი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან. ჩამოყალიბდა 1936 წელს. 2005 წლიდან 2007 წლამდე გამოდიოდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა შემდეგ დაქვეითდა პირველ ლიგაში.[1][2]
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი კახეთი თელავი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1936 | ||
სტადიონი |
გივი ჩოხელის სტადიონი თელავი, საქართველო (ტევადობა: 12,000) | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | ||
2013-14 | მე-13 (დაქვეითდა) | ||
|
2007-08 წლის პირველი ლიგის სეზონი მათ მეშვიდე ადგილზე დაასრულეს.[3]
კლუბის საშინაო არენა იყო გივი ჩოხელის სტადიონი. საბჭოთა კავშირის პერიოდში კლუბს ორჯერ აქვს მოგებული საქართველოს სსრ თასი: 1972 და 1977 წლებში.[4]
2014 წელს კლუბმა არსებობა შეწყვიტა.[5]
გუნდის სახელწოდებათა ქრონოლოგია
რედაქტირებაპერიოდი | სახელწოდება |
---|---|
1936–1969 | „ნადიკვარი“ |
1969–1972 | „კახეთი“ |
1972–1990 | „ნადიკვარი“ |
1990–2014 | „კახეთი“ |
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს სსრ თასი
- თასის მფლობელი: 1972, 1977
- პირველი ლიგა
- მეორე ადგილი: 1991, 1992
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „კახეთი“ თელავი — Footballfacts.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ uefa.com: Rustavi heroes gear up for Europe
- ↑ RSSSF: Georgia 2006/07
- ↑ RSSSF: Georgia (Second Level) 2007/08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-06. ციტირების თარიღი: 2009-12-18.
- ↑ Кубок Грузии 1977 // «Кахети» Телави 2–1 СКИФ Тбилиси. წყარო: Footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
- ↑ ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს — 2007 წელს თელავის „კახეთი“ პირველ ლიგაში დაქვეითდა, სადაც 2013-14 წლების სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა, მეორე ლიგაში გავარდა და არსებობა შეწყვიტა. 10 სექტემბერი, 2016. წყარო: sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.