ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„კახეთი. ზამთარი“ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო (ზეთი, 57x69,5სმ).

კახეთი. ზამთარი
ავტორი ელენე ახვლედიანი
წელი 1924 წელი
ტიპი ნახატი
ქალაქი თბილისი
მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ელენე ახვლედიანი პეიზაჟური ჟანრის ოსტატია. მხატვრის ძირითადი გატაცება პეიზაჟების, ქალაქის ხედებისა და ურბანული ნიუანსების აღბეჭდვა იყო. მის შემოქმედებაში წელიწადის დროებიდან ყველაზე ხშირად ზამთარი გვხვდება. თოვლიანი პეიზაჟებიდან გამორჩეული სურათი „კახეთი. ზამთარი“ მხატვარმა 1924 წელს, პარიზში ყოფნისას, პიტერ ბრეიგელის სურათების ხილვის შემდეგ შთაბჭდილებების ქვეშ მყოფმა დახატა. სურათზე კარგად იგრძნობა ბრეიგელის ხედვის გავლენა, მისი მანერა და სტილი. 1924-1927 წლებში, ელენე ახვლედიანს პარიზში, კოლაროსის თავისუფალი სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში გაუმართავს რამდენიმე გამოფენა და პერსონალურ გამოფენაზე ცნობილი ტილო „კახეთი. ზამთარი“ ჰქონია წარმოდგენილი. ეს ნახატი მნახველის ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად პაბლო პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა „კახეთი. ზამთარი“ და მისი შეძენა მოუსურვებია. ელენე ახვლედიანმა გაყიდვაზე უარი თქვა.

კახეთის ეთნოგრაფიისთვის დამახასიათებელი ყოფა: თიხის კოკებით მიმავალი ქალი, რომელიც გრძელ კაბასა და წელზე მოკრულ შალშია გახვეული, თონე, რომელშიც პურს აკრავენ და ურემი — სოფლური ყოფის განუშორებელი ატრიბუტი, გარემოს ყოველდღიური ელემენტებით ავსებს. ნახატის მარჯვენა კუთხეში ნახევრად ჩანს გლეხის სახლი, რომლის ფანჯრიდან მომავალი სითბო და სინათლე მთელ ნახატს უცვლის განწყობას. პატარა ცეცხლისფერი დეტალი — ფარდა ფანჯარაზე — ერთდროულად დედობრივი სიყვარულისა და ოჯახური მყუდროების გამომხატველია. მაღალი, ძლიერი, დატოტვილი ხეები, როგორც სალოცავად მომზადებული, ხელაპყრობილი ადამიანები, ისე დგანან თოვლში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიდი მხატვრები — „ელენე ახვლედიანი“, გამომცემლობა პალიტრა L, 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება