ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კაუსტიკა (ლათ. causticus < ბერძნ. Καυστίκος, καυστός – მწვავე) ზედაპირი, რომელიც შემოვლებულია სინათლის კონის ირგვლივ — სხივების შეყრის ადგილას ლინზაში მათი გარდატეხის ან სარკეში არეკვლის შემდეგ. კაუსტიკა დაიკვირვება მცირე სიღრმის აუზების ფსკერზე, ბროლის ჭაღით განათებულ ოთახში, ან წყლით სავსე ჭიქის განათებისას. ცისარტყელა წვიმის წვეთებით შექმნილი კაუსტიკაა. კაუსტიკას იყენებენ სამეცნიერო კვლევებში.

კაუსტიკა, შექმნილი ბროლის ჭიქაში სინათლის გავლით
კაუსტიკა ბუნებაში