კატრინ ვენდომელი
კატრინ ვენდომელი (ფრანგ. Catherine de Vendôme; დ. 1354 — გ. 1412) — ვენდომის გრაფ ჟან VI-ის ასული. ვენდომისა და ლა მარშის გრაფინია როგორც ჟან I-ის მეუღლე.
კატრინ ვენდომელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1354 |
გარდაცვალების თარიღი | 1412, (57-58 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ლა მარშის გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ჟან I, ლა მარშის გრაფი |
შვილ(ებ)ი |
ჟაკ II, ლა მარშის გრაფი იზაბელი, პუასუს აბატისა ლუი I, ვენდომის გრაფი ჟანი, კრესის ლორდი ანა, მონტპენსიერის გრაფინია მარი, ბრენკურის ბარონესა შარლოტი, კვიპროსის დედოფალი |
მშობლები |
მამა: ჟან VI, ვენდომის გრაფი დედა: ჟანა დე პუატიე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკატრინი დაიბადა 1354 წელს საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ ჟან VI-ისა და მისი მეუღლის, ჟანა დე პუატიეს ასული. 1464 წელს ცოლად გაჰყვა ლა მარშის გრაფ ჟან I-ს. ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში კატრინის ძმა უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ვანდომის საგრაფო კატრინსა და მის ქმარს დარჩათ.
1393 წელს კატრინის მეუღლე გარდაიცვალა, რის გამოც ლა მარშის გრაფი მათი უფროსი ვაჟი, ჟაკ II გახდა, ხოლო კატრინმა ვანდომი თავის მეორე ვაჟს, ლუი I-ს გადასცა, რომელთან ერთადაც მართავდა მას 1403 წლამდე. იგი გარდაიცვალა 1412 წელს.
შვილები
რედაქტირება1364 წლის 28 სექტემბერს ცოლად გაჰყვა ლა მარშის გრაფ ჟან I-ს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი:
- ჟაკ II (1370-1438), ლა მარშის გრაფი, ცოლად შეირთო ჯერ ბეატრის ნავარელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ნეაპოლის დედოფალი ჯოვანა II, თუმცა მემკვიდრე ვერ დატოვა;
- იზაბელი (1373-?), მონაზონი და პუასუს აბატისა;
- ლუი I (1376-1446), ვენდომის გრაფი, ცოლად შეირთო ჯერ ბლანშ დე რუა, შემდეგ კი ჟანა დე ლავალი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი;
- ჟანი (1378-1457), კრესის ლორდი, ცოლად შეირთო კატრინ არტუელი, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ჟანა დე ვენდომუაზე, რომელმაც მას ორი გოგონა გაუჩინა;
- ანა (1380-1408), პირველად ცოლად გაჰყვა მონტპენსიერის გრაფ ჟან ბერელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ბავარიის ჰერცოგ ლუდვიგ VII-ზე;
- მარი (1386-1463), ცოლად გაჰყვა ბრენკურის ბარონ ჟან დე კრუას;
- შარლოტი (1388-1422), ცოლად გაჰყვა კვიპროსის, კილიკიის სომხეთისა და იერუსალიმის მეფე იან I-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Broad, Jacqueline and Karen Green, Virtue, liberty, and toleration: political ideas of European women, 1400-1800, (Springer, 2007).