კატონა
კატონა (იტალ. Catona) — იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიის კვარტალი, რომელიც სალიჩეს, ვილა-სან-ჯუზეპესა და როზალის კვარტლებთან ერთად მე-8 რაიონს მიეკუთვნება. 15 000 მოსახლით, იგი ქალაქის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ზონაა.
ისტორია
რედაქტირებათავის ღვთაებრივ კომედიაში კატონა მოხსენიებული აქვს დანტე ალიგიერს.
შუა საუკუნეებში, კატონა ციხესიმაგრე იყო, სადაც გაიმართა ბრძოლა ანჟუელებსა და არაგონელებს შორის.
კულტურა
რედაქტირებაკატონის თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეჯო-დი-კალაბრიის კულტურულ ცხოვრებაში. აქვე მდებარეობს წმინდა ფრანჩესკო დი პაოლას ეკლესია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საიტი (იტალიური)
- კატონის ფრენბურთის გუნდის საიტი დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)