კატეგორიის განხილვა:მუსიკალური ჯგუფები დაარსების წლის მიხედვით

ბოლო კომენტარი: 5 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა L H R B S20

აქ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. გამოიყენება სამი ტერმინი - დაარსებული ჯგუფები, ჩამოყალიბებული ჯგუფები, შექმნილი ჯგუფები. ამოსარჩევია და დასატოვებელია ერთი. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 15:32, 2 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

დაარსებული უკეთესია ჩემი აზრით. იგივე სიტუაციაა უამრავ კატეგორიაში (( გიო ოქრო 10:38, 3 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
აქ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ანტონიმიც გვაქვს (დაშლილი ჯგუფი). ამიტომ სინონიმი რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ამ ანტონიმთან. ბუნებრივია, რომ "აწყობილი" ვერ იქნება (როგორც ენა გვკარნახობს), მაგრამ რამე კარგია საჭირო. ჩანაცვლება ალბათ არ იქნება პრობლემა, ბოტი დაგვეხმარება ალბათ. მთავარია, ერთი სტანდარტი იყოს, თორემ ძალიან დომხალს ქმნის. მერე კიდევ დეფისების გამოყენება ჟანრების დასახელებებში. ზოგში არის, მაგალითად, როკ-, ზოგში უბრალოდ როკ და გამოტოვებული ადგილი. ეს შემხვდა უბრალოდ და აშკარაა, რომ ასეთი შემთხვევებიც დამაბნეველია და ვერ გაიგებ, რომელი გამოიყენო. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 10:54, 3 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
„დაარსებულები ტიპისა და წლის მიხედვით“ — ასეთი მეტაკატეგორია გვაქვს, ალბათ უკეთესია მასთან იყოს ახლოს სათაური. რაც შეეხება დეფისს, ქართულში რამდენიმესიტყვიანი კომპოზიტები იწერება ერთად — ინტერნეტრესურსი, როკჯგუფი, ვიდეოთამაში და ა.შ. გიო ოქრო 11:05, 3 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

ბოლოს რაც ეხება - სრულად ვეთანხმები. ვიდეოალბომს ვიყენებ მაგალითად, ბოლო პერიოდში, რედაქტირებისას. და თუ შეიძლება, აქვე - ბობ დილანის დისკოგრაფია ნულიდან დავწერე, თუ შესაძლებელია ამის დადასტურება?

დაარსებას რაც ეხება, მაშინ recursive-ით ამოკრიფოს ბოტმა (პირად კომპიუტერში ვიყენებ ლოკალურად დაყენებულ მედიავიკიზე და ვიცი, რომ ეგ ფუნქცია აქვს) და ასე გააკეთოს:

- "შექმნილი მუსიკალური ჯგუფები" - გახდეს "დაარსებული ჯგუფები"

- "ჩამოყალიბებული ჯგუფები" გახდეს "დაარსებული ჯგუფები"

ამრიგად, ცვლილებები ასევე შეეხება კატეგორიას "შექმნილი მუსიკალური ჯგუფები ათწლეულების მიხედვით"

ამის შემდეგ შევქმნი კატეგორიებს და დავლინკავ ვიკიმონაცემებში და იყოს მხოლოდ ასე.

ალბათ, მაშინ ამ კატეგორიასაც უნდა შევუცვალოთ? - კატეგორია:შექმნილები ათწლეულების მიხედვით - აქ სულ "დაარსებულებია" ჩაყრილი. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:55, 3 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

გვერდ „მუსიკალური ჯგუფები დაარსების წლის მიხედვით“-ზე დაბრუნება.