კატეგორიის განხილვა:მუსიკალური მიმდინარეობები
მეც ვეთანხმები Island-ს კატეგორია ცარიელია და წასაშლელია. რადგანაც ალსანდროს შექმნილია ვთხოვ პასუხი დაწეროს, რომ შემდეგ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონდეს. --Zangala 19:12, 17 სექტემბერი 2006 (UTC)
- კატეგორია ცარიელი არ იყო, დღეს გადაკეთდა. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ჟანრი ერქმევა თუ მიმდინარეობა. - ალ-ო (გ) 20:11, 17 სექტემბერი 2006 (UTC)
თავიდან კატეგორია:მუსიკალური მიმდინარეობები და კატეგორია:მუსიკის ჟანრები იყო. მე, შეცდომით, მანამდე არსებული წითელი ბმულის საფუძველზე კატეგორია:მუსიკალური ჟანრები გავაკეთე. მერე, რაც ამ კატეგორიებში იყო, სულ კატეგორია:მუსიკის ჟანრები-ში გადავიტანე. ვფიქრობ, კატეგორია:მუსიკის ჟანრები დარჩეს და დანარჩენი ორი წაიშალოს. მაგრამ, რომელია დასატოვებელი, ამაზე შეიძლება სხვა აზრიც იყოს. ველოდები გამოხმაურებას. - Island 07:39, 18 სექტემბერი 2006 (UTC)
- პრინციპში ჟანრები უფრო მოკლეა და კეთილხმოვანი, მაგრამ არსებობს ასევე მაგ. კატეგორია:არქიტექტურული მიმდინარეობები, კატეგორია:ხელოვნების მიმდინარეობები და მიზანშეწონილი ხომ არ იქნებოდა რაღაც "უნიფორმა" დავიცვათ? - ალ-ო (გ) 14:51, 18 სექტემბერი 2006 (UTC)
- მიმდინარეობა 1. დენა, დინება. 2. მიმართულება მოღვაწეობის რაიმე დარგში. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. II გვ. 658);
ჟანრი - ხელოვნების რაიმე დარგის ნაწარმოების სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ესა თუ ის სიუჟეტური და სტილისტიკური ნიშნები. (იქვე, გვ. 818).
მიმდინარეობები: კლასიკური მუსიკა, ელექტრონული მუსიკა, როკი, ჯაზი, პოპი, ჰიპ-პოპი და ა. შ.
ჟანრები: სიმფონია, სონატა, კამერული მუსიკა, ბალადა, სოული, ბალეტი, ბოსა-ნოვა, მერენგე და ა. შ.
ჟანრები შედის მიმდინარეობებში. ამ კატეგორიაში კი მიმდინარეობებიც და ჟანრებიც ერთად არის. ჯერ ალბათ მათი "დალაგება" უნდა მოხერხდეს. Zangala 21:03, 18 სექტემბერი 2006 (UTC)
- გმადლობთ გამოხმაურებისათვის. თქვენი მოსაზრებების მიხედვით, კატეგორია:მუსიკალური მიმდინარეობები-ს დავტოვებ და დანარჩენი ორი წაიშალოს. კატეგორია:მუსიკის ჟანრები-ც უნდა წაიშალოს, რადგანაც "ჟანრები" ალბათ თითო მუსიკალური მიმდინარეობის ფარგლებში განისაზღვრება. (ოღონდ ერთ რამეზე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ "მუსიკალური მიმდინარეობების" კატეგორიას გაუკეთდება ენათშორისი ბმულები: en:Category:Music genres, de:Kategorie:Musikgenre, ru:Категория:Музыкальные жанры, fr:Catégorie:Genre musical და ა.შ.) თუ წინააღმდეგი არავინ იქნება, ამ დღეებში ახლა რაც კატეგორია:მუსიკის ჟანრები-ში მოთავსებულია, სულ გადმოვიტან ამ კატეგორიაში და მერე დახარისხებას მოვკიდებ ხელს. - Island 06:15, 19 სექტემბერი 2006 (UTC)
მოკლედ :) მემგონი ვუშველე ნელ-ნელა ამ კატეგორიას :) თავიდანვე მცდარი სახელით იყო შექმნილი და ინლისური ლინკი ჟანრებზე ჰქონდა :) ელხლა მგონი განვაცაკლევე მიმდინარეობები და ჟანრები :) --გიგა 22:00, 18 აგვისტო 2007 (UTC)