კატეგორიის განხილვა:გასამართი სტატიები

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA

გამართვა არის და სწორი იქნება გასამარი სტატიები თუ გასამართავი? --შოთა [UT] 05:09, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, გასამარია სწორი. გასამართავი ძალიან ხელოვნურად ჟღერს თან გრამატიკულადაც არასწორი მგონია. — G.G. 08:05, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
გასინჯვა — გასასინჯი თუ გასასინჯავი? ჩამოკიდვა — ჩამოსაკიდი თუ ჩამოსაკიდავი? — მიხეილ მიწერა 10:27, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
მეტყველებაში შეიძლება ერთი იხმარებოდეს, მაგრამ გრამატიკულად მეორე იყოს სწორი. რომ არ ვიცი, ამიტომ გეკითხებითვიღიმი--შოთა [UT] 11:15, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
http://ena.ge/ — აქტიურად ვიყენებ ხოლმე. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:24, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
მაგ საიტის მიხედვით, გასამართა არ არის სწორი, სწორია გასამართავად. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გასამართავი არის სწორი. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:27, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
უი, ვერ მოვძებნე თავიდან სწორად. „გასამართად“ და „გასამართავად“, ორივე სწორი ყოფილა, მაგრამ აქ, მგონი, განსხვავება ისაა, რომ გასამართი შეიძლება იყოს, მაგალითად, ღონისძიება, ხოლო გასამართავი — ის, რაც ცუდად ან არასწორადაა. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:32, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
მოკლედ, არ ვიცი ვიკრიჭები Nodar Kherkheulidze განხილვა 11:34, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

გამართავ-ს (თურმ. გაუმართავს; აწმ. მართავს) გრდმ. 1. გაასწორებს, გაშლის. მავთულს გ. — მკლავი გამართა 2. მოაწესრიგებს, შეაკეთებს. ურემს გ — წისქვილს გ. II გააწყობს, გაამზადებს. ყალიონი გამართა. II ააშენებს და მოაწყობს. ქარხნები გამართეს. 3. მოაწყობს რასმე — ჩაატარებს. საზეიმო სხდომა გამართეს. — სადილი გამართეს. — წარმოდგენა გამართეს. II დაიწყებს, გააჩაღებს. ცეკვა-თამაში გამართეს. შდრ. გაამართვინებს, გაიმართავს, გაუმართავს, გაიმართება, გამართვა, გამართული, გაუმართავი, გამმართველი, გასამართავი.

  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1986), ერთტომეული, ნაკვეთი პირველი (ა-ლ), გვერდი 224

გასამართავ-ი რაც უნდა გამართონ ან გაიმართოს. გასამართავად — გამართვის მიზნით

გადასატანია კატეგორია:გასამართავი სტატიები-ზე--შოთა [UT] 10:00, 12 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
შოთა, მაგ ლექსიკონში სიტყვა გასამართი არ არის? საინტერესო იქნებოდა მისი განმარტება. — G.G. 13:59, 12 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
ვეთანხმები გიორგის. გასამართი არანაირად არ იქნება შეცდომა. — მიხეილ მიწერა 14:01, 12 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ, გასამართი საერთოდ არ წერია--შოთა [UT] 14:25, 12 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
სხვათა შორის, ლექსიკონში განმარტებულია სიტყვა გასასინჯავი, მხოლოდ ავ გამოყოფილია ზედა-ოთხკუთხა ფრჩხილებით. ამით, ალბათ, მიანიშნეს რომ ავ-ის გარეშეც მართებულია. გამართვის შემთხვევაში ასე არ არის--შოთა [UT] 14:28, 12 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

როგორ მოვიქცე?--შოთა [UT] 12:46, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ორივე სწორია, გასამართიცა და გასამართავიც. მართიდან მოდის ორივე. ლექსიკონში (ქეგლ) ბევრი რამ არ წერია ან არასწორად წერია (მაგ. ოცდამეერთეს ნაცვლად წერია ოცდაპირველი). ქართული მიმღეობისათვის საერთოდ დამახასიათებელია დამახასიათებელია, როცა ზმნისწინი ემატება, მაშინ ბოლოში მარტივდება; თუ ზმნისწინი არ აქვს, მაშინ ბოლოკიდურ ბგერებსაც ინარჩუნებს. მაგალითად: სამართავი, მოსამართი/მოსამართავი, გასამართი/გასამართავი; სახატავი, დასახატი/დასახატავი. ორივე ფორმა აქედან სწორია. გადატანა საჭირო არაა. Deu. 13:26, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
გასაგებია, დარჩეს ასე ვიღიმი--შოთა [UT] 13:42, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „გასამართი სტატიები“-ზე დაბრუნება.