კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია
„კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“ — ერნსტ თეოდორ ჰოფმანის რომანი. რომანის პირველი ტომი გამოვიდა დიუმლერის გამომცემლობაში 1820 წელს, ბერლინში. მეორე ტომი კი 1822 წლის დამდეგს.
„კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“ ჩაფიქრებული იყო 1815 წელს. თავისი ადრინდელი ნაწარმოების „კრაისლერიანას“ მეორე ნაწილში ჰოფმანი მკითხველს დაპირდა კრაისლერის ხელნაწერის გამოქვეყნებას, მაგრამ უშუალოდ მასზე მუშაობა მხოლოდ 1818 წელს დაიწყო. კატა მურის ორიგინალს წარმოადგენდა ჰოფმანის საყვარელი კატა, რომელსაც აგრეთვე მური ერქვა. მეგობრებისადმი მიწერილ წერილში ჰოფმანი არაერთხელ მოიხსენიებს თავის კატას და ხოტბა-დიდებას ასხამს „მის საოცარ სილამაზესა თუ გონიერებას“. მწერლის მეგობრის ჰიციგის გადმოცემით, რომანის პროტოტიპი ხშირად მოიკალათებდა ხოლმე ჰოფმანის ხელნაწერებზე მის საწერ მაგიდაზე, რომლის უჯრებსაც იგი თათით აღებდა. 1821 წლის ნოემბერში, ჯერ კიდევ მეორე ტომის დამთავრებამდე, კატა მური მოულოდნელად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ჰოფმანმა მეგობრებს შავარშიაშემოვლებული სამგლოვიარო განცხადება გაუგზავნა.
სიუჟეტი
რედაქტირებათავის რომანში ჰოფმანი რეალისტური ნაწარმოებისთვის უჩვეულო კომპოზიციას მიმართავს. იგი თხრობის ორ ხაზს განავითარებს, უპირისპირებს ერთმანეთს ღორმუცელა, თვითკმაყოფილი კატა მურის აღსარებას და მეოცნებე იოჰანეს კრაისლერის ცხოვრებას. მეოცნებე გმირის ტრაგიზმი მაქსიმალურად ვლინდება კომპოზიტორისა და მუსიკოსის — კრაისლერის მხატვრულ სახეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჰოფმანი ერნსტ თეოდორ, მთარგმნელ ნანა გოგოლაშვილის წინასიტყვაობა // კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია, თბ.: „ნაკადული“, 1981.