კასტელ-კოხი
კასტელ-კოხი (უელსურად წითელი ციხესიმაგრე) — XIX საუკუნის ნეოგოთიკური ციხესიმაგრე სამხრეთ უელსში. მიჩნეულია რომ პირველი ციხესიმაგრე ამავე ადგილას 1081 წელს არსებობდა. 1093 წელს ციხე გაუკაცრიელდა. 1267 წელს გლამორგანის ლორდმა გილბერტ დე კლერმა ხელთ იგდო ციხესიმაგრის მიმდებარე მიწები ქალაქ სენგენიდთან ადგილობრივი უელსელი მმართველისგან. გილბერტის გარდაცვალების შემდეგ ციხესიმაგრე მისი ქვრივი მეუღლის ჯოანა აკრელის მფლობელობაში გადავიდა. 1307 წელს კი გილბერტის სეხნია ვაჟი ხდება ციხესიმაგრის მფლობელი. კასტელ-კოხი სავარაუდოდ აჯანყებულებმა გაანადგურეს 1314 წლის ივლისში და ამის შემდეგ იგი კვლავ გაუკაცრიელდა. მისი აღდგენა მომდევნო საუკუნეებშიც მოხდა საბოლოოდ კი მისი ამჟამინდელი სახე XIX საუკუნეში შეიძინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- McLees, David (2005) [1998]. Castell Coch (Revised ed.). Cardiff, UK: Cadw. ISBN 9781857602104.