კასტელი (კატალონია)

კასტელი (კატ. castells) ან ადამიანების პირამიდა – ადამიანების კოშკი, რომელსაც აღმართავენ ტრადიციული ფესტივალის დროს კატალონიაში. ტრადიციას სათავე დაედო ტარაგონის პროვინციაში და ფართოდ გავრცელდა სამხრეთ კატალონიაში. ისევე როგორც ვალენსიური მუიშერანგა კასტელიც წარმოიშვა ძველი რელიგიური ცეკვისაგან, მაგრამ ვალენსიური ვარიანტისაგან განსხვავებით დაკარგა რელიგიური და ცეკვის ელემენტები. კასტელიორები ფოკუსირებულნი არიან მხოლოდ მყარი "ციხესიმაგრის" აგებაზე.

2010 წლის 16 ნოემბერს ძეგლი აღიარეს არამატერიალური კულტურის ძეგლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება