კასანდრა პეტერსონი

კასანდრა პეტერსონი (ინგლ. Cassandra Peterson; დ. 17 სექტემბერი, 1951) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში: „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი“ და „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი 2“.

კასანდრა პეტერსონი

კასანდრა პეტერსონი 2011 წელს
დაბადების სახელი კასანდრა პეტერსონი
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1951 (1951-09-17) (73 წლის)
მანჰეტენი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
ტელეწამყვანი
აქტიური 1970–დღემდე
მეუღლე(ები) მარკ პირსონი (1981-2003)
საიტი ოფიციალური საიტი

კასანდრა პეტერსონი დაიბადა 1951 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ კანზასში. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად კოლორადო-სპრინგზში გადავიდა, სადაც 1969 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა. ახალგაზრდა წლებში გეი ბარში გოუ-გოუ მოცეკვავედ მუშაობდა. შემდეგ დაბინავდა ლას-ვეგასში, სადაც ერთ-ერთ კაზინოში გახდა შოუს გოგონა. 1971 წელს ეპიზოდური როლი მიიღო ფილმში „ალმასები სამუდამოდ“. 1970-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად იტალიაში მიდის. გამოდიოდა ცნობილი როკ-ჯგუფის „I Latins Ochanats“ წევრებთან ერთად. იტალიაში ყოფნისას გაიცნო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი, რომელმაც პეტერსონს მცირე როლი მისცა ფილმში „რომი“. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ კასანდრა პეტერსონი ქვეყანაში ბევრს მოგზაურობდა, გამოდიოდა ღამის კლუბებში, გეი დისკოტეკებზე და სხვა.

1980-იან წწ. არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1988 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი“, ხოლო 2001 წელს მის გაგრძელებაში „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი 2“.

კასანდრა პეტერსონი ვეგეტარიანელია.[1][2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება