კართალა

(გადამისამართდა გვერდიდან კარტალა)

კართალა (ფრანგ. Karthala) — მოქმედი ვულკანი კომორის კუნძულებზე. სიმაღლე 2361 მ. წარმოადგენს მკვეთრად აქტიურ ვულკანს, რომელიც XIX საუკუნეში დაახლოებით 20-ჯერ ამოიფრქვა. ბაზალტური ჰავაის ტიპის ფარისებრი ვულკანია.

კართალა
კოორდინატები: 11°45′24″ ს. გ. 43°21′42″ ა. გ. / 11.75667° ს. გ. 43.36167° ა. გ. / -11.75667; 43.36167
ქვეყანა კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები
სიმაღლე 2361 
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2007 წლის იანვარი
კართალა — კომორის კუნძულების კავშირი
კართალა

2005 წლის ამოფრქვევის შედეგად წამოსულმა ლავურმა ნაკადმა და ვულკანურმა აირმა განაპირობა დაახლოებით 30 ათ. კაცის ევაკუაცია. ამ ამოფრქვევის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლა განიცადა კრატერმა.

2006 წლის 29 მაისს Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მორონის მაცხოვრებლებს ლავის დანახვა თვით ვულკანის მწვერვალზეც კი შეეძლოთ. შემდგომ თანდათანობით ლავური აქტივობა ჩაცხრა.

ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრამდე კართალა დაფარულია ნოტიო მარადმწვანე ტყეებით. ვულკანის ფერდობებზე გვხვდება იშვიათი ფრინველები: Humblotia flavirostris, Zosterops mouroniensis, Dicrurus fuscipennis, Otus pauliani.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება