კარსტოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან კარსტმცოდნეობა)

კარსტოლოგია, კარსტმცოდნეობა (კარსტი და ...ლოგია) — გეომორფოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კარსტულ მოვლენებს, კარსტის წარმოშობას, განვითარებას, გავრცელებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული წყლების თვისებებს, კარსტული სიცარიელეების მინერალურ აგრეგატებს, სასარგებლო წიაღისეულს, კარსტით გამოწვეულ უარყოფით მოვლენებთან ბრძოლის ღონისძიებებს და სხვა.

კარსტოლოგიის ძირითადი დარგებია: კარსტის ჰიდროლოგია, კარსტის ჰიდროგეოლოგია, საინჟინრო-კარსტმცოდნეობა, ისტორიულ კარსტმცოდნეობა.

კარსტოლოგია მჭიდრო კავშირშია სპელეოლოგიასთან. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული მიმართულება ჩამოყალიბდა 1947 წელს. ტერმინი ფართოდ გავრცელდა ХХ საუკუნის 1950-იან წლებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტინტილოზოვი ზ., ქსე, ტ. 5, გვ. 416, თბ., 1980;
  • Максимович Г. A., Основы карстоведения, т. 1-2, Пермь, 1963-69;
  • Jennings J. N., Karst, Camb. (Mass.) - L., 1971 (An introduction to systematic geomorphology, v. 7).