კარპინსკის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი

კარპინსკის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (რუს. Храм Введения Пресвятой Богородицы во Храм) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ კარპინსკში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1761-1776 წლებში. ტაძარი აგებულია ურალური ბაროკოს სტილში. არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

კარპინსკის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
კარპინსკის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი — რუსეთი
კარპინსკის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°46′01″ ჩ. გ. 59°59′25″ ა. გ. / 59.76694° ჩ. გ. 59.99028° ა. გ. / 59.76694; 59.99028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კარპინსკი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6610069000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის მშენებლობა დაიწყეს ბოგოსლოვსკის ქარხანაში (ამჟამად ქალაქი კარპინსკი) 1761 წელს. მშენებლობა წარიმართა ქარხნის დამაარსებლის, ვერხოტურელი ვაჭრის მაქსიმე პოხოდიაშინის ფინანსებითა და ტობოლსკისა და ციმბირის მიტროპოლიტის პავლეს ლოცვა-კურთხევით. ქვედა ტაძარი აკურთხა ვერხოტურეს ნიკოლსკის მონასტრის არქიმანდრიტმა ტიხონმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე. ზედა ტაძარი კი აკურთხეს 1776 წელს წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის სახელზე 1770 წლის 11 ივლისს ბოგოსლოვსკის ქარხანამ მიიწვია მეცნიერი პეტრ სიმონ პალასი, რომელიც აკვირდებოდა ტაძრის მეორე სართულის მშენებლობას. ტაძრის შოარიახლოს აშენეს აგურის ქარხანა, რათა ტაძარი აეშენებინათ აგურით[1]. ყველა საჭირო საეკლესიო ჭურჭელი ეკლესიას გადასცა ქარხნის დამაარსებელმა მ. პოხოდიაშინმა.

ბოგოსლოვკსის ეკლესიის მრევლი ძირითადად მუშაობდა ბოგოსლოვსკის ქარხანაში. ტაძრის მრევლს ასევე მიეკუთვნებოდა სოფელ კაკვის მაცხოვრებლები, რომელიც ქარხნიდან 17 კმ-ში მდებარეობდა და ლობვის მცხოვრებლებიც, რომელიც მვებარეობდა 37 კმ-ის მოშორებით. 1902 წლის მონაცემებით ეკლესიის მრევლი შეადგენდა 4 336 ადამიანს.

1930-იან წლებში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი დახურეს ღვთისმსახურებისათვის. მისი წინამძღვარი ვასილი სლოვცოვი რევოლუციურმა ტრიბუნალმა გაასამართლა 1922 წლის 22 მაისს და მიუსაჯა ხუთი წლით პატიმრობა. მოახდინეს მისი ამნისტია, მაგრამ აუკრძალეს ვერხოტურეს მაზრაში ცხოვრება[2].

ტაძრის შენობა რამდენჯერმე ააფეთქეს. დაანგრიეს 57-მეტრიანი სამრეკლო. ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს დღევანდელ დღემდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Братство Св. Праведного Симеона, Верхотурского Чудотворца. Приходы и церкви Екатеринбургской епархии. — 1902. — С. 300. — 612 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება