კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი
კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი (გერმ. Carolina von Hessen-Rotenburg, ფრანგ. Caroline de Hesse-Rotenbourg; დ. 18 აგვისტო, 1714 — გ. 14 ივნისი, 1741) — კონდეს პრინცესა 1728-40 წლებში როგორც ლუი ანრი I-ის მეორე ცოლი. კონდეს პრინც ლუი ჟოზეფის დედა.
კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი | |
---|---|
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ივლისი, 1728 |
მმართ. დასასრული: | 27 იანვარი, 1740 |
წინამორბედი: | მარი ანა დე ბურბონ-კონტი |
მემკვიდრე: | შარლოტ დე როანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 აგვისტო, 1714 |
დაბ. ადგილი: | როტენბურგი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 14 ივნისი, 1741, (26 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
მეუღლე: | ლუი ანრი I, კონდეს პრინცი |
შვილები: | ლუი ჟოზეფი, კონდეს პრინცი |
სრული სახელი: | კაროლინა შარლოტა ჰესენ-რეინფელზ-როტენბურგელი |
მამა: | ერნესტ ლეოპოლდი, ჰესენ-როტენბურგის ლანდგრაფი |
დედა: | ელეონორა ლოივენშტაინ-ვერთეიმელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკაროლინა დაიბადა 1714 წლის 18 აგვისტოს, საღვთო რომის იმპერიაში შემავალ ჰესენ-როტენბურგის ლანდსაგრაფოს დედაქალაქ როტენბურგის სამეფო სასახლეში. იგი იყო ჰესენ-როტენბურგის ლანდგრაფ ერნესტ ლეოპოლდისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ელეონორა ლოვენშტაინ-ვერთეიმელის ქალიშვილი. იგი მისი მშობლების ათი შვილიდან მეშვიდე იყო. მისი უფროსი და, პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი შემდგომში სარდინიის დედოფალი გახდა.
1728 წლის 24 ივლისს 13 წლის კაროლინა ცოლად შერთეს კონდეს პრინც ლუი ანრი I-ს. იგი ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ბიძაშვილი იყო. იგი ასევე იყო მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილი. ლუი ანრისათვის ეს მეორე ქორწინება იყო, ვინაიდან მისი პირველი ცოლი, მარი ანა დე ბურბონ-კონტი 1720 წელს გარდაიცვალა, თანაც ისე, რომ მას მემკვიდრე ვერ გაუჩინა, ამიტომაც დაქორწინდა იგი კაროლინაზე.
ცნობილია, რომ სანამ მარი ანა დაიღუპებოდა, კაროლინა მეფე ლუი XV-ის ერთ-ერთ მომავალ საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა და მასზე ლუი ანრი დაქორწინდა. საფრანგეთში გადასახლებული კაროლინა არც ისე ხშირად ჩნდებოდა სამეფო კარზე. მას ერჩია, რომ თავის რეზიდენციაში, კერძოდ კი შატო დე შანტილში ყოფილიყო. კაროლინასა და ლუი ანრის არც თუ ისე მრავალწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ:
- ლუი ჟოზეფი (1736-1818), კონდეს პრინცი, ცოლად შეირთო ჯერ შარლოტ დე როანი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია კატერინა ბრინოლი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
1740 წლის 27 იანვარს კაროლინას ქმარი გარდაიცვალა. მალევე შატო დე შანტილში კაროლინას ერთ-ერთმა სეფექალმა გააჩინა ცნობილი მარკიზ დე სადი. მთავად კაროლინა ამ ამბიდან სულ წელიწადნახევარში გარდაიცვალა, 1741 წლის ივნისში, პარიზში, 26 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Huberty, Michel; Giraud, F. Alain; Magdelaine, F. & B (1976), L'Allemagne Dynastique (Tome I Hesse-Reuss-Saxe), Le Perreux: A. Giraud, ISBN 2-901138-01-2