კარნუტის წყალსაცავი
კარნუტის წყალსაცავი (სომხ. Կառնուտի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთში. მდებარეობს შირაკის პროვინციაში, სოფელ კარნუტიდან სამხრეთით 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1704 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო 1968 წელს და დასრულდა 1975 წელს. წყალსაცავი აგებულია მდინარე სისიანისა და აირიგეტის შეერთების ადგილას. წყალსაცავის მოცულობა 22,6 მილიონი მ³-ია. ზამთრის განმავლობაში წყლის ზედაპირი ყინულით იფარება.
კარნუტის წყალსაცავი | |
---|---|
სომხ. Կառնուտի ջրամբար | |
კარნუტის წყალსაცავის ხედი | |
კოორდინატები: 40°46′08″ ჩ. გ. 43°57′52″ ა. გ. / 40.76889° ჩ. გ. 43.96444° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | შირაკის პროვინცია |
ზღვის დონიდან | 1704 მ |
მოცულობა | 0,0226 კმ³ |
შევსების წელი | 1975 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარნუტის წყალსაცავი დაარქივებული 2015-11-22 საიტზე Wayback Machine.