კარნა (მაჰაბჰარატა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარნა - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" მნიშვნელოვანი პერსონაჟი. პანდავების პრინცესა კუნტისვშვილი, ვედური მზის ღმერთის სურიას სულიერი შვილი, პოემის მთავარი პროტაგონისტის - დურიოდჰანას საუკეთესო მეგობარი, თანამედროვე ცნობებით ორი ცოლი და შვიდი შვილი ჰყავდა. ნიჭიერი მეომარი და ორატორი. კურუკშეტრას ომში კაურავების მხარეზე იბრძოდა და პანდავას პრინცთან არჯუნასთან ბრძოლაში დაიღუპა. ითვლება "მაჰაბჰარატას" ტრაგიკულ გმირად, მისმა ისტორიამ სამხრეთ აზიაში უამრავი სასცენო დადგმის, პროზაული და პოტული ნაწარმოებებია შთაგონება გახდა .

ბიოგრაფია

რედაქტირება

პანდავების პრინცესა კუნტის ერთ-ერთმა ბრძენმა სტუმართომყვაერობისთვის მანტრა აჩუქა, რომლითაც მას შეეძლო ნებისმიერი ღვთაებისთვის შვილის მიცემა ეთზოვა პრინცესა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და მანტრა წაიკითხა, მას გამოეცხადა მზის ღმერთი სურია და შვილი მიანიჭა. გაუთხოვარ კუნტის ოჯახის შერცხვენის შეეშინდა და დიდი მწუხარებით ბავშვი კალათაში მდინარეში გადაუშვა. მეზობელ სამეფოში მას მეეტლეს ოჯახი პოულობს და საკუთარ შვილად ზრდის. შემდგომში მას უმხელენ, რომ ის ნაშვილებია, რაც მის თვითცნობიერებაზე ძლიერად მოქმედებს. ის სამხედრო და ორატორის ხელოვნებას და იოგას სწავლობს, სწავლისას მას ხშირად ჩაგრავენ მდაბიო წარმოშობისთვის, მათ შორის პანდავები, ის ასევე უმეგობრდება დჰურიოდანას.

კარნას, დურიოდჰანას მსგავსად, პანდავები სძულდება, განსაკუთრებით ბჰიმა, რომელმაც საზოგადოდ დაამცირა და არჯუნა, რომელიც მისი თაბასწორი და მთავარი მოწინააღმდეგე იყო საბრძოლო ხელოვნებაში. შემდგომში ის ხშირად ეხმარებოდა დჰურიოდანას პანდავების წინააღმდეგ გეგმების ასრულებაში და სხვადასხცა სიტუაციაში ამცირებს და შეურაცხოფას აყენებს მათ და მათ ცოლს დრაუპადის, ისინი ხშირად პირდებიან ერთმანეთა მოკვლას. თუმცა, კარნა ბევრჯერ აღიარებს, რომ არასწორი იყო და ასე საკუთარი წარსულის გამო იქცევა. კურუკშეტრას ომის დროს კი პანდავების წინააღმდეგ კაურავების მხარეს იბრძვის.

ზრდასრულ ასაკში

რედაქტირება

ზრდასრულ ასაკში კარნა იგებს სიმართლეს თავისი წარმოშობის შესახებ და ხვდება თავის ბიოლოგიურ დედას. მას სიმართლეს კრიშნა უყვება იმ იმედით, რომ კარნა პანდავებს და კაურავებს შეარიგებს - წარმოშობით ის უფროსი პანდავაა და პანდავების სამეფო ტახტი და ცოლიც ეკუთვნის. კარნა უარზეა - კუნტიმ ის გააჩინა, მაგრამ ის უბრალო წარმოშობის ქალმა გაზარდა. კარნასთვის სიყვარული სისხლზე მნიშვნელოვანია, მათ შორის სიყვარული დურიოდჰანას მიმართ - მან პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა პანდავების დამარცხებაში და არ გაცვლის მას ძალაუფლებაში, ცოლიც და შვილებიც უკვე ჰყავს და დრაუპადი არ სჭირდება. მაშინ კრიშნა კუნტისთან ახვედრებს, მაგრამ კარნა არ აღიარებს დედას, რომელმაც მიატოვა, თუმცა პირობას დევს, ეომ მისი ვაჟებიდან მხოლოდ არჯუნას მოკლავს.

კურუკშეტრას ომის დროს ის მიზნად არჯუნას მოკვლას ისახავს, მაგრამ ისინი ბრძოლაში თანასწორნი არიან და ის ორთაბრძოლისთვის საგანგებოდ ემზადება. ომის ბოლოს წინა დღეს კარნა გადამწყვეტ ბრძოლაში ეტლით მიდის, ეტლის ბორბალი მიწაში იჭედება, კარნა ეტლიდან გადმოდისბორბლის გასასწორებლად, არჯუნა დროს იხელთს და კარნას კლავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Adarkar, Aditya (2008). "Psychological Growth and Heroic Steadfastness in the Mahābhārata". In Sherma, Rita; Sharma, Arvind (eds.). Hermeneutics and Hindu Thought: Toward a Fusion of Horizons. Springer Netherlands. pp. 121–150. doi:10.1007/978-1-4020-8192-7_7. ISBN 978-1-4020-8191-0.
  • Adarkar, Aditya (2005). T. S. Rukmani (ed.). The Mahabharata: What Is Not Here Is Nowhere Else. Munshiram Manoharlal. ISBN 978-8-1215-1130-8.
  • Adarkar, Aditya (2001). Karna in the Mahabharata. University of Chicago Press. OCLC 255075356.
  • Allen, Nicholas (1999). Bronkhorst, Johannes; Deshpande, Madhav (eds.). Aryan and non-Aryan in South Asia. Harvard University Press. ISBN 978-1-888789-04-1.
  • Bharne, Vinayak; Krusche, Krupali (2014). Rediscovering the Hindu Temple: The Sacred Architecture and Urbanism of India. Cambridge Scholars Publishing. ISBN 978-1-4438-6734-4.
  • Bhattacharya, Abheda Nanda (1992). Dharma-Adharma and Morality in Mahābhārata. S.S. Publishers. ISBN 978-81-85396-05-7.
  • Bhattacharya, Pradip (2006). "Reviewed Work: The Sanskrit Hero: Karṇa in Epic Mahābhārata by Kevin McGrath". International Journal of Hindu Studies. Springer. 10 (3). JSTOR 20106984.
  • Bowles, Adam (2007). Dharma, Disorder, and the Political in Ancient India: The Āpaddharmaparvan of the Mahābhārata. BRILL Academic. ISBN 978-90-04-15815-3.