კარნავალის ღამე (ფილმი)
„კარნავალის ღამე“ (რუს. Карнавальная ночь) — რეჟისორ ელდარ რიაზანოვის 1956 წლის კომედიური მუსიკალური ფილმი. ეს არის მისი პირველი ფილმი, გამოსული კინოთეატრების დიდ ეკრანებზე და რიგით მეორე კინოროლი ლუდმილა გურჩენკოს ცხოვრებაში. ფილმი პრემიერის წელს იქცა რეკორდსმენად, 48.64 მილიონზე მეტი გაყიდული ბილეთით.
„კარნავალის ღამე“ | |
---|---|
რეჟისორი | ელდარ რიაზანოვი |
სცენარისტი |
ბორის ლასკინი ვლადიმერ პოლიაკოვი |
როლებში |
ლიუდმილა გურჩენკო იური ბელოვი იგორ ილიინსკი |
კომპოზიტორი | ანატოლი ლეგინი |
ხანგრძლივობა | 74 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული ენა |
სიუჟეტი
რედაქტირებაკულტურის სახლის მუშაკები ემზადებიან ყოველწლიური ღონისძიებისთვის - კოსტუმირებული საახალწლო კარნავალისთვის. გასართობ პროგრამაში შედის სოლო, საცეკვაო, საცირკო ნომრები, ჯაზური ორკესტრის, ილუზიონისტისა და ჯამბაზების გამოსვლები. სერაფიმე ოგურცოვი, კულტურის სახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გაეცნობა პროგრამას და არ მოიწონებს მას, ვინაიდან თვლის, რომ ყველაფერი უნდა ჩატარდეს „სერიოზულ დონეზე“. იგი სთავაზობს საკუთარ პროგრამას, რომელშიც აგრეთვე შეტანილია მოხსენება და ლექტორ-ასტრონომის გამოსვლა. მუსიკალური ნომრებიდან იგი ტოვებს მხოლოდ კლასიკურ მუსიკას და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის გამოსვლას.
კულტურის სახლის თანამშრომლები გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ერთად ცდილობენ ოგურცოვის გეგმების ჩაშლას. სხვადასხვა საშუალებით ისინი ატყუებენ დირექტორს და დაგეგმილ ღონისძიებას ატარებენ ისე, როგორც თავად ჰქონდათ ჩაფიქრებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია დაარქივებული 2013-12-06 საიტზე Wayback Machine. „მოსფილმის“ საიტზე
- „კარნავალის ღამე“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)