კარლა ჰოჰეპა

რაგბისტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარლა ჰოჰეპა (ინგლ. Carla Hohepa) დ. 27 ივლისი, 1985, ტე ავამუტუ, უაიკატოს რეგიონი, ახალი ზელანდია) — ახალ ზელანდიელი მორაგბე, თამაშობს ფრთაზე. ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა.

კარლა ჰოჰეპა

კარლა ჰოჰეპა. 2010 აგვისტო. ახალი ზელანდია 32-5 ავსტრალია
პირადი მონაცემები
სრული სახელი კარლა ჰოჰეპა
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1985
დაბადების ადგილი ტე ავამუტუ, უაიკატოს რეგიონი, ახალი ზელანდია
სიმაღლე 175 სმ
წონა 71
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი Otago Spirit
პოზიცია ფრთა
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ახალი ზელანდია 2007-2017
თამაში 19
ქულა (75)
კარიერა
კლუბები 2005–2010 Alhambra Union RFC
2006–2012 Otago Spirit

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლა უაიკატოს პროვინციის, ქალაქ ტე ავამუტუში დაიბადა. ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრებში დებიუტი 2007 წლის 16 ოქტომბერს ჰქონდა, როცა „ოლ ბლექსელი“ ქალები „კუკს გარდენის“ სტადიონზე ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჰოჰეპამ ორი ლელო დადო[1] და რამდენიმე დღის შემდეგ „ვოლაბებთან“ მეორე ტესტ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ნაკრებში მეორე თამაშში სამი ლელო გაიტანა და მატჩის ანგარიში 29-12 დააფიქსირა.
ჰოპერა 2010 წელს ახალ ზელანდიელებთან ერთად ინგლისში, ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. პირველ მატჩში A ჯგუფში, სამხრეთ აფრიკა მე-4 წუთზე დაალელოვა და თამაშისას კიდევ ორი მიუმატა, მე-17 და 54-ე წუთებზე, საბოლოოდ კი ნაკრებმა 55-3 იმარჯვა. ჩემპიონატის მეოთხე ლელო ავსტრალიასთან 32:5 მოგებულ მატჩში, მე-20 წუთზე დადო. 1 სექტემბერს ნახევარფინალში საფრანგეთთან ანგარიში მე-9 წუთზე ლელოთი გასხნა და 37-ზე მეორეც მიუმატა. საბოლოოდ კი „ოლ ბლექსმა“ „მამლები“ 45:7 დაამარცხა და 5 სექტემბერს ფინალში მასპინძელ ინგლისს დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში კვლავ კარლამ გახსნა ლელოთი, „ვარდების“ ჩათვლის მოედანზე ბურთი 33-ე წუთზე დაამიწა. გარდასახვა კელი ბრაზიერმა ზუსტად შეასრულა და 7:0 დაწინაურდნენ. თამაშის მსველობისას ინგლისმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმც 66-ე წუთზე ბრაზიერმა ჯარიმით საჩემპიონო ქულა მოუტანა ახალ ზელანდიელებს და საბოლოო ანგარიშიც 13:10 დააფიქსირა. კარლა და კანადელი ჰეათერ მოისესი 7-7 ლელოთი ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვეები გახდნენ. [2] 2011 წლიდან იაპონიაში თავის პარტნიორ კარნ ჰესკეთთან ერთად წავიდა, რომელიც Fukuoka Sanix Blues კლუბში ფრთაზე თამაშობდა. კალრა 2017 წელს ირალნდიაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელადნიის ნაკრების განაცხადში იყო[3] და მეორედ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ფინალში კვლავ ინგლისი დაამარცხეს 41:32.
2019 წელს ქალთა რაგბის სუპერ სერიის გამაჯვებულიც გახდა. გათამაშება აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ჩატარდა. შეჯიბრში პლანეტის რეიტინგსიის საუკეთესო ხუთი ნაკრები იღებდა მონაწილეობას. გასულ სერიებზე 2015 და 2016 წლებში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ახლა კი ორგანიზატორებმა, ერთი დაუმატეს და საუკეთესოც ხუთეულში გაირკვა. შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა. კარლამ პირველი ლელო კანადასთან მატჩში გაიტანა, „ნეკერჩხლის ფოთლები“ მან 24-ე წუთზე დაალელოვა და საბოლოოდ 35:20 იმარჯვეს. მეორე ლელო მასპინძელ ამერიკის ქალთა ნაკრებს გაუტანა, ჰოჰეპამ მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში და საბოლოოდ 33:0 იმარჯვეს. მესამე მატჩი საფრანგეთთან დათმო ახალმა ზელანდიამ და საქმე გაირთულა, ბოლო მატჩში ინგლისთან, ტურნირის მოსაგებად, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. კარლამ და მისმა გუნდმა ბევრი იბრძოლა, „წითელი ვარდები“ 28:13 დაამარცხა და სერიის გაამრჯვებულიც შეიქმნა. საბოლოო ცხრილში მათ 14 ქულა დააგროვეს და 1 ქულით გაუსწრეს ინგლისის ქალთა ნაკრებს.[4]

შვიდქალა რაგბი

რედაქტირება

შვიდქალა რაგბიში 43 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 28 ლელო გაიტანა და ნაკრებს 140 ქულა მოუნაგრა.

  1. [1]. Ferns topple Wallaroos first up.
  2. [2]. WRWC 2010: The Dream Team.
  3. [3]. Black Ferns World Cup squad named.
  4. [4]. Black Ferns skipper Les Elder returns for Super Series decider against England.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლა_ჰოჰეპა“-დან