კარის საეპისკოპოსო

კარის (ყარსის) საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში, სამცხე-საათაბაგოში.

საეპისკოპოსოს საზღვრები

რედაქტირება

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, კარელის სამწყსო მთელი ყარსია, კოლისა და ოლთისის საზღვრამდე, ხოლო გამოღმა გაგჩევანი და კაღზევანი. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში კარელი მეთერთმეტე ადგილზეა დასახელებული.

 
„ႨႠ. კარელის სამწყსო სულა კარი და კოლისა და ოლთისის სამზღურის გადმოღმა გგეჩვიანი (გაგჩევანი) და კაღზევანი.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)
  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53