კარიოკა არენა 2 (პორტ. Arena Carioca 2) — სპორტული მოედანი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ბარა-დე-ტიხუკას დასახლებაში. გაიხსნა 2016 წელს, ოლიმპიური თამაშებისათვის. აქ ჩატარდა ძიუდოსა და ჭიდაობის წონით კატეგორიათა ტურნირები. კარიოკა არენა 2-მა უმასპინძლა 2016 წლის პარალიმპიურ თამაშებსაც. სტადიონი არის ბარას ოლიმპიური პარკის ნაწილი. ოლიმპიადას შემდეგ სტადიონი გადაკეთდა ოლიმპიურ ტრეინინგცენტრად.[1][2][3]

კარიოკა არენა 2

მოედანი 2016 წლის მაისში (კარიოკა 2 შუაში)
მდებარეობა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, ბარას ოლიმპიური პარკი, ბარა დე ტიხუიკა
აშენდა 2016
გაიხსნა 2016
მესაკუთრე რიო-დე-ჟანეიროს მერია
ტევადობა 10 000 (ოლიმპიური თამაშების პერიოდში)

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Introducing Carioca Arena 1… the new home of Olympic basketball. Rio 2016 (12 January 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2016. ციტირების თარიღი: 8 March 2016.
  2. Arena Carioca 2 Portuguese. globoesporte. ციტირების თარიღი: 8 March 2016.
  3. Carioca Arena 2. Rio 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 8 March 2016.