კარიკატურისტი (რომანი)
ლაშა ბუღაძის რომანი
„კარიკატურისტი“ — ლაშა ბუღაძის რომანი.
შინაარსი
რედაქტირებაქალაქში უცნაური მკვლელობების სერია დაიწყო. კლავენ ყველას, ვინც კი კარიკარტურისტმა დახატა და ჟურნალში გამოაქვეყნა. ერთმანეთის მიყოლებით პოულობენ მინისტრის, რეჟისორის, ბანკირის თუ გენერლის გვამს. თან ქალაქში უცნაური წარწერები ჩნდება. ჟურნალის რედაქტორი ამ ამბისგან სკანდალის აგორებას ცდილობს, მაგრამ მასაც და გაოგნებულ კარიკატურისტსაც ეჭვმიტანილად მიიჩნევენ და აპატიმრებენ. ახალგაზრდა გამომძიებელი, რომელიც 16 კოლეგასთან ერთად იძიებს ამ საქმეს, ჯერ მანიაკის აღმოჩენას ცდილობს, შემდეგ კი ფიქრობს, რომ კარიკატურისტის სახით უხილავი კორექტორი მოევლინა ქვეყანას...
ამ დეტექტიურ ქარგაზე აგებულ რომანში ბევრი უცნაური, საშიში და სასაცილო ამბავი ხდება. რომანი ავტორისეული კარიკატურებითაა გაფორმებული.