კართალა
კართალა (ფრანგ. Karthala) — მოქმედი ვულკანი კომორის კუნძულებზე. სიმაღლე 2361 მ. წარმოადგენს მკვეთრად აქტიურ ვულკანს, რომელიც XIX საუკუნეში დაახლოებით 20-ჯერ ამოიფრქვა. ბაზალტური ჰავაის ტიპის ფარისებრი ვულკანია.
კართალა | |
---|---|
კოორდინატები: 11°45′24″ ს. გ. 43°21′42″ ა. გ. / 11.75667° ს. გ. 43.36167° ა. გ. | |
ქვეყანა | კომორის კუნძულები |
სიმაღლე | 2361 მ |
ტიპი | ფარისებრი ვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2007 წლის იანვარი |
2005 წლის ამოფრქვევის შედეგად წამოსულმა ლავურმა ნაკადმა და ვულკანურმა აირმა განაპირობა დაახლოებით 30 ათ. კაცის ევაკუაცია. ამ ამოფრქვევის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლა განიცადა კრატერმა.
2006 წლის 29 მაისს Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მორონის მაცხოვრებლებს ლავის დანახვა თვით ვულკანის მწვერვალზეც კი შეეძლოთ. შემდგომ თანდათანობით ლავური აქტივობა ჩაცხრა.
ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრამდე კართალა დაფარულია ნოტიო მარადმწვანე ტყეებით. ვულკანის ფერდობებზე გვხვდება იშვიათი ფრინველები: Humblotia flavirostris, Zosterops mouroniensis, Dicrurus fuscipennis, Otus pauliani.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გლობალური ვულკანიზმის პროგრამა დაარქივებული 2018-09-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)