კანუკუს მთები — მთების ჯგუფი გაიანაში, ზემო ტაკუტუ-ზემო ესეკიბოს რეგიონში. მთების სახელი ადგილობრივი ვაპიშანას ენაზე „ტყეს“ ნიშნავს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კანუკუს მთებს ერთმანეთისგან მდინარე რუპუნუნი ჰყოფს.

კანუკუს მთები

რეგიონის დაბლობ ტყეებში გავრცელებულია გაიანაში ცნობილ ფრინველთა სახეობების 60%. ასევე, აქ ბინადრობს ძუძუმწოვართა 150 სახეობა, რაც გაიანის ძუძუმწოვრების 80%-ია. ძირითად სახეობებს შორისაა ბრაზილიური წავი, სამხრეთამერიკული არწივი და თევზი არაპაიმა.

კანუკუს მთების ველურ ბუნებას საფრთხეს უქმნის ბოლო წლებში მის სიახლოვეს გაყვანილი საგზაო სისტემა, რომელიც გაიანის სანაპირო ზოლს ქვეყნის შიდა ნაწილთან და ბრაზილიასთან აკავშირებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1991 Guyana West Kanukus RAP (PDF). ციტირების თარიღი: 1993-07-01.