კანონი კანონია (ფრანგ. La loi c'est la loi; იტალ. La legge è legge) — 1958 წლის ფრანგულ-იტალიური ფილმი, რომლის რეჟისორია კრისტიან-ჟაკი.

„კანონი კანონია“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი კრისტიან-ჟაკი
სცენარის ავტორი აჯენორე ინკროჩი,
ფურიო სკარპელი,
კრისტიან-ჟაკი
როლებში ფერნანდელი,
ტოტო
კომპოზიტორი ნინო როტა
გამოსვლის თარიღი 1958
ხანგრძლივობა 95 წუთი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
ენა ფრანგული
იტალიური

ფილმში მოქმედება ხდება საფრანგეთ-იტალიის სასაზღვრო ერთ პატარა ქალაქში. საბაჟოს თანამშრომელი ფერდინანდ პასტორელი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, შემთხვევით დაადგენს, რომ არა საფრანგეთის მოქალაქედ, არამედ იტალიის მოქალაქედ დაიბადა, რადგან ტრაქტირის სამზარეულო, სადაც მისი დაბადება დაფიქსირდა, იტალიის მხარეს ეკუთვნის. ეს შემთხვევა მის ცხოვრებას კოშმარად აქცევს, რადგან იტალიის მოქალაქედ გახდომის შემდგომ აღმოჩნდება, რომ კანონის დამცველ მებაჟეს უამრავი კანონის დარღვევა აქვს ჩადენილი — დეზერტირობიდან დაწყებული, უკანონო ქორწინებებით დამთავრებული.

  • ფერნანდელი — ფერდინანდ პასტორელი
  • ტოტო — ჯუზეპე ლა პალია
  • ნოელ როკვერი — ჟანდარმი მალანდენი
  • ნატალი ნერვალი — ელენ პასტორელი, ფერდინანდის ცოლი
  • ლედა გლორია — ანტუანეტა, ჯუზეპეს ცოლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება