კანობიოს სახლი (რუს. Дом Каноббио) — ისტორიული შენობა პუშკინში. აგებულია 1815 წელს. არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს ლეონტიევის ქუჩაზე № 18 სახლში.

კანობიოს სახლი
Дом Каноббио
კოორდინატები 59°43′11″N 30°24′12″E / 59.719661° ჩ. გ. 30.403225° ა. გ. / 59.719661; 30.403225
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი უილიამ გესტე
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1815
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810453000

სახლის პირველი მფლობელი იყო ინჟინერ-პორუჩიკი ფრანცისკ კანობიო, ცარსკოე–სელოს სასახლის მმართველობის ტაიცკის წყალსადენის ზედამხედველი. მის სახლს აპროექტებდა არქიტექტორი უილიამ გესტე 1814 წელს, ხოლო სახლის მშენებლობა დასრულდა 1815 წელს. სახლის მეპატრონემ ვერ მოასწრო სრულად სახლის იურიდიულად გადმოფორმება და მისი სიკვდილის შემდეგ 1819 წელს დასახლდნენ მისი შთამომავლები. 1832-1852 წლებში სახლის მეპატრონე გახლდათ არქიტექტორი სებასტიან ჩერფოლიო. 1851 წელს სახლი გადაეცა სახელმწიფო მრჩეველის მეუღლეს ე. ი. კუზმინსკოის. მისი დაკვეთით სახლის პროექტი შეცვალა არქიტექტორმა იპოლიტ მონიგეტმა და ასევე სადარბაზო ლეონტიევსკის ქუჩიდან. ამავე დროს ნ. ს. ნიკიტინას პროექტით გაფართოვდა ეზოს მხარეც. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახლი გადაკეთდა მრავალბინიანად. 2010 წელს სახლი მოერგო მუზეუმს და კაფეს.

არქიტექტურა

რედაქტირება

ხის სახლი აშენებულია კლასიკურ სტილში. მთავარი ფასადი შენარჩუნებულია პირვანდელი სახით. სახლს აქვს ერთი სართული ანტრესოლით ანუ ზემოთ შესანახი სხვენის სტილში. მანსარდა მოპირკეთებულია ტუშკანის ორდერის ორმხრივი პლანეტებით. ასეთი ტიპის სახლები ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება