კამილეთისა და ჩამლიჯის ხიდები

კამილეთისა და ჩამლიჯის ხიდები — ხიდები თურქეთში, მდინარეების კამილეთისა და ჩამლიჯას ხერთვისთან. ეს ორი, მდინარეზე გადებული ხიდი, ხერთვისს, შემოუვლის სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ხიდების პარალელურად გამართული თანამედროვე ხიდები ძველ გზას იმეორებს. მოსახლეობა ხიდების არეალს ერთი კრებითი სახელით მოიხსენიებს, ჩიფთექოფრი. ამჟამად ამ ხიდთა თავდაპირველი წყობის წარმოდგენა შეუძლებელია. რესტავრაციამ, რომელიც 2003-2004 წლებში ჩაუტარდათ, მოსპო მათი ავთენტურობა. საინფორმაციო აბრა კი გვაუწყებს, რომ ხიდები XVIII საუკუნეში აიგო. ამ ხიდთა თავდაპირველი სახე შემონახულია ფოტოილუსტრაციის სახით ქალაქ ხოფაში, თერძიოღლუს სასტუმროს ჰოლში. ხიდები ზღვის დონიდან 288-291 მ-ზე არიან აგებულნი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 67-68 ISBN 978-9941-0-6458-6.