კამენსკ-ურალსკის სამების საკათედრო ტაძარი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 15 სექტემბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

კამენსკ-ურალსკის სამების საკათედრო ტაძარი (რუს. Свято-Троицкий собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ კამენსკ-ურალსკში[1]. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1839-1840 წლებში. სვერდლოვსკის ოლქის მთავრობის 2001 წლის 28 დეკემბრის № 859-ПП დადგენილების მიხედვით მიენიჭა რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[2].

კამენსკ-ურალსკის სამების საკათედრო ტაძარი
კამენსკ-ურალსკის სამების საკათედრო ტაძარი — რუსეთი
კამენსკ-ურალსკის სამების საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°25′03″ ჩ. გ. 61°53′34″ ა. გ. / 56.41750° ჩ. გ. 61.89278° ა. გ. / 56.41750; 61.89278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კამენსკ-ურალსკი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600414000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მიხეილ მალახოვი
თარიღდება XIX საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კამენსკის ეპარქიას.

კამენსკის ქარხნის მშენებლობის საწყის ეტაპზე საჭირო გახდა მრავალი მუშახელი. მთავრობამ ქარხანას მიამაგრა სამი ათასი გლეხი კიტაისკისა და კოლჩედანის დასახლებებიდან[3].

1701 წელს კამენსკის ქარხანასთან ააშენეს ხის ტაძარი სამი წმინდანის სახელზე, რომელსაც ჰქონდა არტემი ვერკოლსკის სახელობის ეგვტერი. ეს ტაძარი დაიწვა 1768 წლის ხანძრის შედეგად. 1770 წელს ააშენეს მეორე ხის ტაძარი[4].

უკვე 1790 წელს გადაწყვიტეს აეშენებინათ ქვის სამსაკურთხევლიანი ტაძარი, რომლის მთავარი საკურთხეველი იქნებოდა სამების სახელზე ნაკურთხი, ხოლო ორი ეგვტერი სამი მღვდელთმთავრისა და არტემი ვერკოლსკის სახელზე. ტაძრის მშენებლობა განახლვა ახალი პროექტის საფუძველზე. 1805 წელს ააგეს და აკურთხეს ეგვტერები. მთავარი ტაძრის კურთხევა შედგა 1813 წელს. ეგვტერებს დაადგეს მეორე სართული, სადაც მოაწყეს სამი ეგვტერი: ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატისა და ელია წინასწარმეტყველის სახელზე. ქვემო სართულზე კიდევ ორი ეგვტერი ააშენეს წმინდა ჯვრისა და დიდმოწამე პარასკევას სახელზე. ამის შემდეგ ტაძარი გახდა რვასაკურთხევლიანი. კანკელები ქვედა და ზედა ტაძრებში მოოქროვილები იყო[4]. მოგვიანებით სამრეკლოს დანგრევის საშიშროების გამო მიიღეს გავაწყვეტილება მტელი ეკლესიის რეკონსტრუქცია მოეხდინათ ახალ ფუნდამენტზე[3].

ახალი პროექტის შექმნას ხელმძღვანელობდა მიხეილ მალახოვი. პროექტი შეადგინეს 1821 წელს. 1828 წელს ახალი პროექტის მიხედვით გადააკეთეს სამრეკლო და ეგვტერები. მთელი ეკლესია შელესეს.

1912 წელს კამენსკის ქარხნის სამების ტაძარმა საკათედროს სტატუსი მიიღო.

1918 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება ეკლესიიდან მეტრიკული წიგნის გატაცების შესახებ. 1930 წლის დეკემბერში ტაძარი დახურეს.

1990 წელს ეკლესია მრევლს გადასცეს, მაგრამ იგი ავარიულ მდგომარეობაში იყო. 1998 წლიდან საპატრიარქოს მეტოქია. 1999 წლიდან ტაძრის წინამძღვარია იოანე აგაფონოვი[3].

ამჟამად ტაძარი არის კამენსკის ეპარქიის საკათედრო ტაძარი. ტაძართან მოქმედებს ბიბლიოთეკა[3]. კვირაობით იმართება მეცადინეობა საკვირაო სკოლაში[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • «Приходы и церкви Екатеринбургской Епархии». Екатеринбург, 1902 г.
  • Гаврилова, С. Наследие Михаила Малахова / С. Гаврилова // Каменский рабочий — 1998. — № 22 (3 фев.). — С.4.
  1. Каменск-Уральский. Кафедральный собор Троицы Живоначальной.. Соборы.ру. ციტირების თარიღი: 2018-04-30.
  2. Постановление Правительства Свердловской области № 859-ПП от 28 декабря 2001 года. Электронный фонд правовой и нормативно-технической документации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 История Свято-Троицкого собора. Каменск-Уральский. Страницы истории.. ციტირების თარიღი: 2018-04-27.
  4. 4.0 4.1 Каменский завод // Приходы и церкви Екатеринбургской епархии. — Екатеринбург: Братство Св. Праведного Симеона Верхотурского Чудотворца, 1902. — С. 647.