კამბოჯის ლიტერატურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კამბოჯის ლიტერატურა - კამბოჯური ანუ ქმერული ლიტერატურული ძეგლების ერთობლიობა. კამბოჯის ლიტერატურას საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს. სამხრეთ-აემოსავლეთი აზიის სხვა ქვეყნების მსგავსად ის ორ კატეგორიად იყოფა - დაწერილი ლიტერატურა, რომელიც უმეტესად მზოლოდ ბუდისტურ მონასტრებში და სამეფო კარზე იყო ხელმისაწვდომი და ზეპირსიტყვიერი ტრადიცია, რომელიც ხალხური თქმულებებისგან და ლეგენდებისგან შედგება და ჩაწერილი იქნა XIX და XX საუკუნეებში. მასზე გავლენა კამბოჯის მთავარმა რელიგიამ - ბუდიზმმა და ინდურმა ეპიკუურმა პოემებმა - "რამაიანამ" და "მაჰაბარატამ" იქონიეს.

ქმერული ენის სიძველეს მოწმობს ქვაზე დაწერილი უამრავი უძველესი ეპიგრაფიკული წარწერა. ეს წარწერები ქვაზე, კედლებზე და სვეტებზე პირველი ქმერული ლიტერატურული ძეგლებია და ქმერების ისტორიის შესახებ პირველი წყარო. მათში გადმოცემულია სამეფო გენეალოგია, რელიგიის ისტორია, ცნობები დაპყრობებსა და სამეფოს შინაგანი ორგანიზაციის შესახებ. ბუდისტური ტექსტების პირველი კომენტარიები ქმერულ ენაზე იწერებოდა ბერების მიერ შაქრის პალმების ფოთლებზე და ინახებოდა ბუდისტურ მონასტრებში. მათგან ბევრი ვერ გადაურჩა "წითელი ქმერების" ანტირელიგიურ კომუნისტურ რეჟიმს.

რეამკერი

რედაქტირება

რეამკერი (რამას მემკვიდრეობა) ცნობილი ინდური ეპოსის, რამაიანას კამბოჯური ვარიანტია. რეამკერი დაწერილია ლექსად და ადაპტირებულია ლოკალური თეატრალური მოცეკვავეებისთვის. რეამკერის ამჟამინდელი შემორჩენილი ტექსტი XVI საუკუნით თარიღდება. ის ანონიმურად იყო შედგენილი მინიმუმ სამი ავტორის მიერ საუკუნეების განმავლობაში და იყოფა ორ ნაწილად. XVI საუკუნეში დაიწერა პირველი ნაწილის დაახლოებით მეხუთედი, რომელიც მოიცავს ბალაკანდას და აიოდიაკანდას მთავარ მოვლენებს. XVII საუკუნეში ტექსტი გაგრძელდა რავანას მიერ რამასთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჯარის შეკრების ეპიზოდამდე, მაგრამ რავანას სიკვდილის, სიტას გადარჩენის და მისი ცეცხლით გასამართლების, და რამას ტრიუმფალური დაბრუნების ეპიზოდები გამოტოვებულია. დღეს გვხვდება რეამკერის სხვადასხვა ვერსია.

რეამკერი კამბოჯური თეატრის უძველესი ფორმაა. კამბოჯური თეატრის ტრადიცია, რომელიც სიუჟეტების ცეკვით გადმოცემისგან შედგება, ხშირად იყენებს რეამკერის ეპიზოდებს. რობამ სოვან მაჩა - ცეკვა, რომელიც გადმოსცემს რეამკერის ეპიზოდს ჰანუმანისა და ოქროს ქალთევზა სოვანმაჩას შესახებ კამბოჯის ერთ-ერთ საუკეთესო კლასიკურ ცეკვადაა მიჩნეული.

თანამედროვე ლიტერატურა

რედაქტირება

ლიტერატურის განვითარება კამბოჯაში საფრანგეთის კოლონიურმა რეჟიმმა და ფრანგული განათლების სისტემის ჩამოყალიბებამ განაპირობა. ლიტერატურა უფრო დასავლური გახდა, იწერებოდა პროზით და არა ლექსად, თანდათან უფრო თანამედროვე გახდა.

წითელი ქმერების რეჟიმი

რედაქტირება

1975-1977 წლებში კომუნისტური "წითელი ქმერების" რეჟიმის დროს მიმდინარეობდა ინტელიგენციის აქტიური დევნა. ქალაქებიდან ისინი სოფლებში განდევნეს, მწერლები იძულებულები იყვნენ სოფლებში გლეხების ცხოვრების ეხვოვრათ, მათი წარსულის აღმოჩენის შემთხვევაში მათ სიკვდილით სჯიდნენ. "ცრურწმენებთან ბრძოლის" პროგრამის ფარგლებში განადგურდა უამრავი ბუდისტური მონასტერი და, მათთან ერთად, ლიტერატურული ძეგლი. ქვეყანაში საგრძნობლად დაიწია წერა-კითხვის ცოდნის დონემ. რეჟიმის ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ინტელიგენციის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მწერლობს თანდათან აღდგა.[1]

დღეს ქმერული მწერლებისთვის მწერლობა ხშირად არ არის შემოსავლის ძირითადი წყარო, თუმცა ზოგმა შეძლო საერთაშორისო აღიარების მოპოვება. 1993 წელს ჩამოყალიბდა ქმერი მწერლების ასოციაცია, რომლის მიზანი გაჭიფვებული ქნერი მწერლების დახმარებაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Marrison, G. E. (1989). "Reamker (Rāmakerti), the Cambodian Version of the Rāmāyaṇa. A Review Article". Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland(1): 122–129. ISSN 0035-869X. JSTOR 25212421.
  • Maurel, Frédéric (2002). "A Khmer "nirat", 'Travel in France during the Paris World Exhibition of 1900': influences from the Thai?". South East Asia Research. 10 (1): 99–112. doi:10.5367/000000002101297026. JSTOR 23749987.
  • Maurel 2002, p. 100.