კამბოჯას კულტურა
კამბოჯას კულტურა - კამბოჯას ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს კამბოჯურ ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. განიცადა ინდოეთის კულტურუს დიდი გავლენა, კამბოჯაში გავრცელებულია რიგი ინდური ენა და ტრადიცია, კამბოჯას რელიგია კი ბუდიზმის, ინდუიზმის და ადგილობრივი ანიმიზმის შერწყმას წარმოადგენს. ითვლება, რომ ინდური გავლენა სახღვაო ვაჭრობის შედეგია.
რელიგია
რედაქტირებაკამბოჯას მოსახლეობის 90% ბუდისტია, 1% ქრისტიანი, დანარჩენი ნაწილი მისდევს ისლამს, ათეიზმს ან ანიმიზმს [1] დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine. . ბუდიზმი ქვეყანაში V საუკუნეში გავრცელდა და XIII საუკუნიდამ ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა. ისლამი კამბოჯაში რამდენიმე ეთნიკური უმცირესობის რელიგიაა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია. ქრისტიანობა შემოიღეს კათოლიკეებმა მისიონერებმა 1660-იან წლებში, მაგრად უმეტესად წარუმატებლად.
კამბოჯის ანიმალისტური ტომებისგან ყოველს თავისი რელიგიური სისტემა აქვს. მათ სჯერათ კეთილი და ბოროტი სულების, რომლებსაც ასოცირებენ წყალთან, მიწასთან და ა.შ. ლოკალური ჯადოქრები სულებთან კავშირში არიან და მოსახლეობას სულების საჩუქრებით დაკმაყოფილებას ასწავლიან. პრობლემების ან დიდი ცვლილებებისას მათ ცხოველებსაც სწირავენ. დაავადებებს ავი სულები ან ჯადოქრები იწვევენ, მათ ხანდახან შამანები მკურნალობენ.
არქიტექტურა
რედაქტირებაძველი კამბოჯური არქიტექტურის შემორჩენილი ძეგლების უმეტესობა რელიგიური ნაგებობებია, რადგან მხოლოდ სამლოცველოებს აგებდნენ ქვით. სამლოცველოებში იგრძნობა ინდუისტური და ბუდისტური გავლენა, სამლოცველო ასახავს კოსმიურ სამყაროს, მის კედლებზე გამოსახულია ინდუისტური და ბუდისტური მითიური არსებები.
ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები იგებოდა ხისგან, რომელიც არ არის ქვასავით გამძლე, ამიტომ ტრადიციულ სახლებზე უმეტესად კამბოჯის სოფლებში დღესაც არსებული სახლების მაგალითით ვმსჯელობთ. მათ უმეტესად ოთხკუთხედის ფორმა აქვთ, აქვთ სამი ერთმანეთისგან დაწნილი ბამბუკით გამოყოფილი ოთახი, მათგან ყველაზე დიდი მისაღები ოთახია.
სამზარეულო
რედაქტირებაკამბოჯაში ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტებია ბრინჯი, ბრინჯის ლაფშა, ზღვის პროდუქტები, ხილი და სუნელები. ბრინჯი თითქმის ყველა კერძის გარნირია, საკვებს ასევე ხშირად უმატებენ ფერმენტირებული თევზის ან კრევეტის პასტას. კერძები ცხარე, ტკბილი ან მარილიანია, ჩილის დამატება ინდივიდუალურია.[2]
კამბოჯას სამზარეულო რეგიონის სხვა, კერძოდ ვიეტნამის და ტაილანდის სამზარეულოს მსგავსია. ბრინჯის ლაფშის გავრცელებაში იგრძნობა ვიეტნამის და ჩინეთის გავლენა. ინდური კერძებიდან ყველაზე გავრცელებულია კარის სხვადასხვა სახეობები. ინდური კერძებისთვის გამოიყენება როგორც ინდური, ასევე ადგილობრივი მშრალი სუნელები, რაც მათ გამოკვეთილ კამბოჯურ გემოს აძლევს. კამბოჯურ კარის ასევე ხშირად ქოქოსის რძეს უმატებენ.
სამოსი
რედაქტირებატრადიციული სამოსის ნაწილი, რომელიც კამბოჯის სამოსს მეზობელი ქვეყნებისგან განასხვავებს გრძელი კუბო-კრული შარფი კრამაა. მისი ფუნქციებია სტილი, მზისგან დაცვა, ფეხებზე მოხვევა ხეებზე ასვლისას, მცირეწლოვანი ბავშვების შეხვევა და ა.შ.
კამბოჯაში სამოსი ეთნიკური ჯგუფის და სოციალური კლასის მიხედვით განსხვავდება. ისტორიულად მასზე დიდ გავლენას რელიგიების ცვლილებები ახდენდნენ. ტრადიციული სამოსი ინდური სტილის კაბებია. ინდოეთიდან გავრცელდა სხეულის ქვედა ნაწილის დაფარვა, ზემოთ კი მხოლოდ სამკაულების ტარება. ბუდიზმის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა მთლიანი სხეულის დაფარვა. რელიგიურ ჩაცმულობად ბუდისტური სტილის მოსასხამები ითვლება, დღეს ის საკმაოდ იშვიათია. ქალებშიც და მამაკაცებშიც გავრცელებულია ბუდას ყელზე ჩამოსაკიდი გამოსახულებები - ხალხური რწმენით მათ ბოროტი სულებისგან დაცვა ან იღბლის მოტანა შეუძლიათ. ქალები სამოსის ფერს თვითონ ირჩევენ - ითვლება, რომ სწორი ფერი მათ იღბალს მოუტანს.
მოცეკვავეებს აცვიათ ოქროს და ვერცხლის ძაფების ორნამენტებით მორთული ქვედა კაბები, რომლებიც მოძრაობისას სინათლეს ირეკლავენ, და ძვირფასი ქვებით მორთული ქამრები, ქალებს ასევე სამკაულები და გრძელი ჯაჭვები უკეთიათ.
წყაროები
რედაქტირება- https://www.thespruceeats.com/food-history-4162201
- Auguste Pavie, Contes populaires du Cambodge, du Laos et du Siam. Paris: Leroux, 1903.
- https://en.wikipedia.org/wiki/Federal_Research_Division
- https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/cb.html დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine.
- https://www.loc.gov/collections/country-studies/about-this-collection/