კამალა სურაია
კამალა სურაია (მალიალამი. കമല സുറയ്യ; დ. 31 მარტი 1934, ტრისური, კოჩის სამეფო — გ. 31 მაისი 2009, პუნა, ინდოეთი), ასევე ცნობილია თავისი ერთჯერადი ფსევდონიმებით მადჰავიკუტი და კამალა დას — ინგლისურენოვანი ინდოელი პოეტი და ლიტერატორი, ამავე დროს წამყვანი მალაიალამურენოვანი მწერალი კერალადან. მისი პოპულარობა კერალაში, ძირითადად დაფუძნებულია მის მოთხრობებსა და ავტობიოგრაფიაზე, ხოლო ინგლისურ ენაზე დაწერილი შემოქმედება კამალა დას-ის სახელით, დაფუძნებულია ლექსებსა და ღია ავტობოიგრაფიაზე. ასევე იყო ფართოდ წამკითხვადი მიმომხილველი, რომელიც წერდა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქალთა საკითხებზე, ბავშვზე ზრუნვასა და პოლიტიკაზე.
კამალა სურაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 მარტი, 1934[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | პუნაიურკულამი[5] |
გარდაცვალების თარიღი | 31 მაისი, 2009[1] [2] [3] [4] (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პუნა |
დასაფლავებულია | Palayam Juma Masjid |
ფსევდონიმი | Madhavi Kutty[5] |
საქმიანობა | პოეტი[5] , ნოველისტი[5] , ავტობიოგრაფი[5] და მწერალი |
ენა | მალაიალამური ენა და ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
ალმა-მატერი | მანიპალას უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი |
Magnum opus | ჩემი ისტორია |
ჯილდოები | Sahitya Akademi Award in English[6] |
მისი ღია და პატიოსანი მიდგომა ქალურ სექსუალობაზე, განთავისუფლებული ნებისმიერი დანაშაულის გრძნობისგან, ავსებდა მის ნამუშევრებს ძალით, აგრეთვე ავსებდა, როგორც ხატმებრძოლეობით მის თაობაში.[7] კამალა, 2009 წლის 31 მაისს, 75 წლის ასაკში პუნას საავადმყოფოში გარდაიცვალა.[8]
ადრეული წლები
რედაქტირებაკამალა დაიბადა 1934 წლის 31 მარტს, სოფ. პუნაიუკულამში, ტრისურის რაიონში, როგორც ფართოდ გავრცელებული გაზეთ „მატრუბჰუმის" ყოფილი მმართველი რედაქტორის ვ.მ. ნაირის და ცნობილი მალაიალი პოეტის ბალამანი ამმას ქალიშვილი.
ბავშვობა გაატარა კოლკატასა და პუნაიუკულამში, სადაც მამამისი კოლკატაში ვალფორდ ტრანსპორტის კომპანიაში უფროსი გამყოდველი იყო, რომელიც ყიდდა ბანტლის და Rolls Royce ავტომობილებს და პუნაიუკულამში, სადაც ნალაპატების წინაპრების სახლი იყო.
დედის, ბალამანი ამმას მსგავსად, კამალა დასი ასევე მწერალი გახდა. მისი პოეზიისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავისი დიდი ბიძის, ნალაფატ ნარაიანა მენონის გავლენით, რომელიც გამოჩენილი მწერალი იყო.
15 წლის ასაკში დაქორწინდა ბანკირ მადჰავა დასზე, რომელმაც ხელი შეუწყო მისი მწერლის კარიერას და კამალამ დაიწყო ინგლისურ და მალაილამურ ენებზე წერას და ნაწერების გამოცემას. 1960-იან წლებში, კოლკატა ხელოვნების ბუმის ადგილი იყო და კამალა დასი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმის მომტანი გახდა, რომელიც ინგლისურენოვან პოეტთა თაობასთან ერთად, საკულტო ანთოლოგიებში გამოჩნდა.[9] ინგლისური იყო ის ენა, რომელზეც მან გამოაქვეყნა თავისი ექვსი პოეზიის კოლექცია.[10]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- 1964: სირენები (აზიის პოეზიის პრიზიორი)
- 1965: ზაფხული კოლკატაში (პოეზია; კენტის ჯილდოს გამარჯვებული)
- 1967: შთამომავლები (პოეზია)
- 1973: ძველი თეატრი და სხვა ლექსები (პოეზია)
- 1976: ჩემი ისტორია (ავტობიოგრაფია)
- 1977: გულით მონდომების ანბანი (ნოველა)
- 1985: ანამალას ლექსები (პოეზია)
- 1992: პადამავატი-ჰარლოტ და სხვა ისტორიები (მოკლე მოთხრობის კოლექცია)
- 1996: მხოლოდ სულმა იცის, როგორ უნდა იმღერო (პოეზია)
- 2001: ია ალლაჰ (პოემების კოლექცია)
- 1979: დღეს ღამეს, This Savage Rite (პრიტიშ ნანდისთან ერთად)
- 1999: დედაჩემი სამოცდაექვსისას (პოემა)
- – : ბებიაჩემის სახლი (პოემა)
მალაილამურად
რედაქტირება- 1964: პაკშიიუდე მანამ (მოკლე მოთხრობები)
- 1966: ნარიჩეერუკალ პარაკუმბოლ (მოკლე მოთხრობები)
- 1968: ტჰანუპუ (მოკლე მოთხრობები, საჰიტია აკადემიის ჯილდო)
- 1982: ენტე კატჰა (ავტობიოგრაფია)
- 1987: ბალიაკალა სმარანაკალი (ბავშვობის მოგონებები)
- 1989: ვარშანგალკუ მუმბუ (წლების წინ)
- 1990: პალაიანი (ნოველა)
- 1991: ნეიპაიასამი (მოკლე მოთხრობები)
- 1992: დაიარიკურიპუკალ (ნოველა)
- 1994: ნეერმატჰალამ პოტჰა კალამ (ნოველა, ვაიალარის ჯილდო)
- 1996: ჩეკერუნა პაკშიკალი (მოკლე მოთხრობები)
- 1998: ნაშტაპეტა ნეელამბარი (მოკლე მოთხრობები)
- 2005: ჩანდანა მარანგალი (ნოველა)
- 2005: მადჰავიკუტიუდე უნმაკადჰაკალი (მოკლე მოთხრობები) 2x
- 2005: ვანდიკალაკალი (ნოველა)
- 1999: დედაჩემი სამოცდაექვსისას (პოემა)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვარშა ბოსლე კამალა დასის ისლამზე გადასვლაზე
- „სწორი რამის კეთება არასწორი მიზეზით?“ - მუჰამედ ომარ ფარუკი დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine.
- ნეიპაიასამის თარგმანი
- ეროტიკა და ფემინიზმი დასის ნაწერებში დაარქივებული 2012-09-03 საიტზე Wayback Machine.
- კამალა დასის ისტორია დაარქივებული 2007-09-10 საიტზე Wayback Machine.
- დაკრძალვა დაარქივებული 2009-06-05 საიტზე Wayback Machine.
- კამალა სურაია – Daily Telegraph obituary-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 3.0 3.1 FemBio database
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 266.
- ↑ http://sahitya-akademi.gov.in/awards/akademi%20samman_suchi.jsp#ENGLISH
- ↑ The Rediff Interview/ Kamala Suraiya. Rediff.com (19 July 2000). ციტირების თარიღი: 1 June 2013.
- ↑ „PM mourns Kamala Das's death, praises her sensitive poems“. Chennai, India: The Hindu. 31 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 4 June 2009.
- ↑ http://www.cse.iitk.ac.in/users/amit/books/nandy-1977-strangertime-anthology-of.html
- ↑ Rumens, Carol (2015-08-03). „Poem of the week: Someone Else's Song by Kamala Das“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2016-10-08.