კალექოის ხიდი
კალექოის ხიდი — ხიდი თურქეთში. ფორტუნასუს ხეობის სათავეში, მდინარის კალაპოტის ერთ-ერთ ყველაზე შევიწროვებულ ადგილას. ძეგლი ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზეა, ალპური საძოვრების ზონაში. აქ გადიოდა სწორედ ძველი გზა, რომელიც ზღვისპირეთს ერზრუმთან და სხვა მხარეებთან აკავშირებდა. ამ ხიდისა და გზის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მას აკონტროლებდა სწორედ ხიდთან ახლოს შემაღლებულ კლდოვან კონცხზე აგებული საკმაოდ მოზრდილი კალექოის ციხე.
ხიდი მცირე ზომისაა. მისი თაღი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. თაღის ქუსლები ორივე მხრივ კლდეში შესმულ ბურჯებშია ჩართული. იგი მსუბუქი და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ძველი ხიდის გვერდით, თანამედროვე რკინა-ბეტონის ხიდიცაა აშენებული. ძველ ხიდს არ აქვს მოაჯირი. სავალი ნაწილი დაფენილია ბრტყელი ფორმის ქვებით. ხიდის მთლიანი სიგრძე 17 მ-ია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 74-75 ISBN 978-9941-0-6458-6.