კალენიკე დიხამინჯია

კალენიკე სიკოს ძე დიხამინჯია (დ. 15 ივლისი, 1902, სოფ. ლეძაძამე, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 თებერვალი, 1978, თბილისი) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (1957), პროფესორი (1966).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (თსსი) სამკურნალო ფაკულტეტი (1931). 1931 წლიდან მუშაობდა იქვე, ქირურგიის კათედრაზე. მეორე მსოფლიო ომში იყო ფრონტის წამყვანი ქირურგი (ამ პერიოდში გამოაქვეყნა 8 სამეცნიერო ნაშრომი). 1945–1948 წლებში მსახურობდა გერმანიაში საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, დრეზდენის ერთ-ერთი ჰოსპიტლის და საქსონიის მხარის მთავარ ქირურგად. დემობილიზაციის შემდეგ, 1948 წლიდან კვლავ თსსი-ის ზოგადი ქირურგიის კათედრის თანამშრომელი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება