კალახანის მავზოლეუმი
კალახანის მავზოლეუმი (აზერ. Kələxana türbələri) — XVII საუკუნის მემორიალური კომპლექსი. განლაგებულია სოფელ კალახანაში, აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის სამხრეთით. კომპლექსი შედგება 8 რვაკუთხა ქვის მავზოლეუმებისგან. ყოველი მათგანი დაფარულია პირამიდალური კარავით.[2]
კალახანის მავზოლეუმი Kələxana türbələri | |
---|---|
კალახანის მავზოლეუმის გამოსახულება ნიდერლანდური მოგზაურის კორნელის დე ბრიუნის გრავიურაზე | |
მდებარეობა | სოფელი კალახანა, შემახის რაიონი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
მდგომარეობა | ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტი[1] |
ყოველი მავზოლეუმი ოდესღაც შემოფარგლული იყო ქვის კედლის პორტალით. ერთ-ერთი მავზოლეუმი აშენებულია კალატოზ აბდულ აზიმის მიერ 1663/1664 წელს (ეს მონაცემები აღბეჭდილნი არიან მავზოლეუმის კედელზე).[2]
250-150 მეტრ ფართობზე განლაგებული იყო 9 მავზოლეუმი. ამჟამად შენარჩუნებულ მავზოლეუმთა შორის 7 იმყოფება კარგ მდგომარეობაში, ხოლო ერთი ნახევრადდანგრეულია.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Nazirlər Kabinetinin Qərarı დაარქივებული 2022-08-12 საიტზე Wayback Machine. (Распоряжение Кабинета Министров Азербайджанской Республики об исторических и культурных памятниках)
- ↑ 2.0 2.1 Калахана. Большая советская энциклопедия. 1973. XI. 194
- ↑ Qədim, sirli Şamaxı — Qəleybuğurt qalası, Kələxana türbəsi, Avaxıl qəbiristanlığı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2018-04-29.