კალაშნიკოვის სახლი
კალაშნიკოვის სახლი (რუს. Дом Калашниковой) — XIX საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიული სახლი. აგებულია ნეოკლასიციზმის სტილში. მდებარეობს ქალაქ პუშკინში, მისამართი — მცირე ქუჩა სახლი № 29/11, ორანჟერეის ქუჩის კუთხეში. აგებულია 1881 წელს. პროექტის ავტორია ა. პ. გომანი. არის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ძეგლი.
კალაშნიკოვის სახლი Дом Калашниковой | |
---|---|
კოორდინატები | 59°43′02″N 30°24′22″E / 59.71731° ჩ. გ. 30.406203° ა. გ. |
მდებარეობა | პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მოქანდაკე | ა. პ. გომანი |
თარიღდება | 1881 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებამიწის ნაკვეთზე პირველი მშენებლობის შესახებ ცნობილია 1820-იანი წლებიდან, როდესაც მასზე უკვე იდგა ორი ხის შენობა, უფრო დიდი კი — ქუჩის კუთხეში. მოგვაინებით მიწის ნაკვეთი იყიდა ვაჭრის ქვრივმა ეკატერინე თედორეს ასულმა კალაშნიკოვამ, რომელმაც ქუჩის კუთხეში ააშენა ახალი სახლი, რომელშიც განათავსა სასტუმრო. მშენებლობა მიმდინარეობდა არქიტექტორ ა. პ. გომანის პროექტის მიხედვით. სასტუმროს უწოდეს „ჩრდილოეთი“. 1884 წელს ეზოში არქიტექტორმა პ. პ. დეინეკომ ააშენა ახალი ორსართულიანი ქვის ფლიგელი, რომელსაც რუსული ასო Г-ს ფორმა აქვს (ამჟამინდელი მისამართი: მცირე ქუჩა, სახლი 31/9). მოგვიანებით ორივე სახლი დაიკავა პუშკინის ფოსტამ, რომელიც ახლაც იქაა განთავსებული. ე. თ. კალაშნიკოვა კიდევ ფლობდა ორ სახლს მცირე ქუჩაზე (სახლი 39 და 56), ისინი დაანგრიეს XXI საუკუნის დასაწყისში, ხოლო შემდეგ ხელახლა აღადგინეს.
არქიტექტურა
რედაქტირებაშენობა გაფორმებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში, აქვს სამკუთხა ფრონტონი. პირველი სართული რუსტირებულია. ფანჯრები სანდრიკებითაა გაფორმებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 315—316. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Оранжерейная 9, 11. Дома Калашниковой (Северная гостиница). Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-07. ციტირების თარიღი: 2018-07-07.
- Дом Е. Ф. Калашниковой ("Северная гостиница"). citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-07. ციტირების თარიღი: 2018-07-07.