კაკნატელა
კაკნატელა, კნოცუნა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში გურიიდან.
ვაზის მარცვალი ხორციანია, ნაკლებწვნიანი და კნატუნა. როგორც ჩანს, ამის გამო მას „კაკნატელა“ უწოდეს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, გულისებრი ფორმის, ხუთ-სამნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა დაფარული მოკლე და ხშირი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრული ფორმის, იშვიათად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი და კუმსი მტევნებით. მარცვალი მსხვილია, ოვალური, ზოგჯერ მომრგვალო და წაგრძელებული. ქარვისფერია, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანია, ნაკლებწვნიანი, კნატუნა, სასიამოვნო ოდნავ მომწკლარტო გემოთი.
კაკნატელა ძლიერი ზრდისა და საშუალოზე უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში 16-20 სექტემბერს შედის. მტევნის წონა 120-220 გრამს შორის მერყეობს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6 გ/ლ-ს.
კაკნატელა სასუფრე ყურძნის ჯიშია. ყურძენი კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 171