კაიმანებიალიგატორისებრთა ოჯახის 3 გვარის (კაიმანი, შავი კაიმანი და Paleosuchus) საერთო სახელწოდება. ცნობილია კაიმანების 5 სახეობა, რომლებიც ბინადრობენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყალში. ტანად ყველაზე დიდია შავი კაიმანი (Melanosuchus niger), რომლის სიგრძე 4-5 მ აღწევს, გვხვდება ამაზონის აუზში. იკვებება თევზით, ჭამს აგრეთვე წყალში მცურავ და ჭაობის ფრინველებს, პატარ-პატარა ძუძუმწოვრებს. იშვიათად თავს ესხმის შინაურ პირუტყვსაც.

პარაგვაული კაიმანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 5, გვ. 320, თბ., 1980