კათოლიკური ლიგა (1538)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კათოლიკური ლიგა.

კათოლიკური ლიგა (ნიურნბერგის კავშირი, ნიუნბერგის ლიგა, Liga sancta) შეიქმნა 1538 წლის 10 ივნისს ნიურნგერგში, როგორც შმალკალდენის კავშირის გამაწონასწორებელი. მას საღვთო რომის იმპერიაში პროტესტანტიზმის გავრცელებისთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწია. წევრებს შორის სერიოზული ინტერესთა კონფლიქტებისა და უნდობლობის გამო ლიგა არაეფექტური გამოდგა. თუმცა ოფიციალურად იგი 1549 წელს დაიშალა, როგორც მინიმუმ, 1545 წლიდან იგი დე-ფაქტოდ აღარ არსებობდა და მისი წევრები აწარმოებდნენ განსხვავებულ არაკოორდინირებულ პოლიტიკას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება